ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტს, ფული თუ გაქვს, ისედაც უნდა შეწირო თანხა

13 თებ 2017

– რამ­დე­ნად იც­ნობთ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას? რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ დღე­ვან­დე­ლი და მა­შინ­დე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, რო­ცა თქვენ აქ სწავ­ლობ­დით?

– მე აქ არ ვცხოვ­რობ და, შე­სა­ბა­მი­სად, არ ვიც­ნობ სი­ტუ­ა­ცი­ას. წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ, თით­ქმის 15 წელ­ზე მე­ტიც. ამი­ტომ არა­ფე­რი ვი­ცი.

– რო­გორც თსუ­-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი, რა­ი­მეს ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ თქვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე?

– უნი­ვერ­სი­ტე­ტი მიყ­ვარს, აქ სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ერ­თხანს ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც აქ. კარ­გი სამ­ყა­რო იყო... ყვე­ლას იც­ნობ­დი, დი­დი სით­ბო ტრი­ა­ლებ­და. ძვე­ლი პერ­სო­ნე­ბიც მახ­სოვს, სამ­წუ­ხა­როდ მათ­გან აღა­რა­ვინ არის ამ სივ­რცე­ში. კო­მენ­დან­ტსაც, მე­ბუ­ფე­ტე­საც ვიც­ნობ­დი, პრო­ფე­სო­რებ­საც... შემ­დეგ და­იწყო ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და აქ სულ მი­ტინ­გე­ბი იყო – შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც... უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ად­გი­ლად იქ­ცა, ფან­ჯრე­ბი­დან გა­დახ­ტო­მაც ყო­ფი­ლა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ით­ვლე­ბო­და ყვე­ლაფ­რის ცენ­ტრად. მახ­სოვს ძა­ლი­ან თა­მა­მად მო­სა­უბ­რე პრო­ფე­სო­რე­ბი, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გაწ­ვა­ლე­ბუ­ლი ლექ­ტო­რე­ბიც მახ­სენ­დე­ბა... აქ მუ­შა­ობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცენ­ზუ­რის პი­რო­ბებ­შიც რა­ღა­ცას შე­მო­გა­პა­რებ­დნენ ხოლ­მე ლექ­ცი­­ის კითხ­ვი­სას... ეს რომ დიდ საფ­რთხეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, დღეს ამა­ზე ლა­პა­რა­კი გა­უ­გე­ბა­რიც კია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. რო­დე­საც ჩა­ვა­ბა­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, უკ­ვე და­ჭე­რი­ლი ჰყავ­დათ ხალ­ხი – თამ­რი­კო ჩხე­ი­ძე და სხვე­ბი.
ახ­ლა რომ მოვ­დი­ო­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­კენ, ვფიქ­რობ­დი, ნე­ტა დღე­საც თუ დგა­ნან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში და რა­მეს თუ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ­ მეთ­ქი... მაგ­რამ, არ დგა­ნან... მოკ­ლედ, მა­შინ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა იყო.

– უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გეგ­მავს კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რის ფონ­დის შექ­მნას. თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით ამ თე­მით?

– არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გქონ­დეს დამ­თავ­რე­ბუ­ლი – ქვეყ­ნის მთა­ვარ უნი­ვერ­სი­ტეტს, ფუ­ლი თუ გაქვს, ისე­დაც უნ­და შე­წი­რო თან­ხა. მთელს მსოფ­ლი­ო­ში ასე­ა... უნი­ვერ­სი­ტე­ტებს სწი­რავს ხალ­ხი ფულს, უბ­რა­ლოდ აძ­ლევს თან­ხას და მორ­ჩა, რად­გან ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­მა­ვალ­ში დებ ამით. ამა­ზე უკე­თესს კი კა­ცი რას გა­ა­კე­თებს...

– ჩვენ­თან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რო­ბენ...

– რა თქმა უნ­და, ჩვენ­თან სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტი­ა... მა­გის ახ­სნა რომ და­ვიწყ­ოთ, შორს წა­ვალთ...

– სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ხდე­ბა, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს? ამა­ში ხართ ჩარ­თუ­ლი?

– ჩარ­თუ­ლი არას­დროს არა­ფერ­ში ვარ. იშ­ვი­ა­თად ვიმყოფები თბი­ლის­ში. ლონ­დონ­ში ვცხოვ­რობ და ვწერ მხო­ლოდ... ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც არ გა­მოვ­დი­ვარ და არც ინ­ტერ­ვი­უს ვაძ­ლევ ვინ­მეს...

– ეს ინ­ტერ­ვიუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა­ა?

– ეს ინ­ტერ­ვიუ არ არის, ეს ში­ნა­უ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა­ა.

 

აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) – 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ადრეულ 90-იან წლებში იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა „რეზონანსი“-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის, 1988-1991 წლებში მუშაობდა თსუ-ის ლაბორანტად, 1991 წლიდან მასწავლებლად. 

თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს: „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო“.
აკა მორჩილაძის მთავარი ლიტერატურული რომანებია: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995 წ.), „მოგზაურობა ყარაბაღში“ (1992 წ.), „აგვისტოს პასიანსი“ (2001 წ.), „სხვანი“ (2002 წ.), „შობის ღამის ალქაჯები“ (2002 წ.), „სანტა ესპერანსა“ (2004 წ.), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე“, „ვეშაპი მადათოვზე“ - 1998-2004 წწ.) და სხვ.
რომანი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში.
აკა მორჩილაძის წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15 000 ასლი ჰქონდა გაყიდული).
ხუთჯერ აქვს მიღებული ლიტერატურული პრემია საუკეთესო რომანისთვის „საბა“ 2003, 2005, 2006, 2010 და 2012 წლებში. 2010 წელს მისმა რომანმა „მამლუქმა“ მიიღო ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.
ცხოვრობს ლონდონში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.