ქართული ენა პირველ ქართულ უნივერსიტეტში აღარ არის პრიორიტეტული?!

02 დეკ 2016

2005-2006 წლებში საუნივერსიტეტო სივრცეში რეფორმა ჩატარდა. ცვლილებები განსაკუთრებით მტკივნეულად ჩვენს უნივერსიტეტს შეეხო, რამაც თავის დროზე მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ამის თაობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. რეფორმის მამამთავრები ცვლილებებს დადებითად აფასებდნენ; ჩვენ განსხვავებული აზრი გვქონდა. ახლახან თავი მოვუყარეთ ჩვენს თუ სხვის პუბლიკაციებს ამ თემაზე და ერთ წიგნად შევთავაზეთ მკითხველს („დედა უნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი. 2004-2013“, თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, 2016 წ.). ამ წიგნში რეფორმის ზოგად ასპექტებზე და მის შედეგებზეა საუბარი; იმჟამინდელი საპროტესტო მოძრაობის ისტორიაა გადმოცემული...

დღეს გვსურს კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ იმ „რეფორმამ“ რა გავლენა იქონია სასწავლო პროცესზე; კერძოდ, რა მდგომარეობა შეუქმნა ქართულ ენას ამ ცვლილებებმა ჩვენს უნივერსიტეტში. ვისაუბრებთ მხოლოდ იმის თაობაზე, 2005 წლის შემდეგ რა შეიცვალა, როგორ და რა შედეგები მოჰყვა ამ ცვლილებებს.

2005 წლამდე ქართული ენა („ქართული მეტყველების კულტურა“) საუნივერსიტეტო საგანი იყო: ისწავლებოდა ყველა არაჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ყველა სპეციალობაზე. მიაჩნდათ, რომ მაღალკვალიფიციური ქართველი სპეციალისტის აღზრდა ამის გარეშე ვერ მოხერხდებოდა (იგულისხმება ქართველი ეკონომისტი, ქართველი იურისტი, ქართველი ბიოლოგი და ა.შ.). 2005 წლიდან ეს საგანი აღარ ისწავლება. განმარტავენ, მას „აკადემიური წერა“ ჩაენაცვლაო. არ არის ასე: ჯერ ერთი, „აკადემიური წერა“ ყველა ფაკულტეტზე არ ისწავლება და, მეორეც, არაერთ სპეციალობაზე ამ საგანს არასპეციალისტები ასწავლიან; ე.ი. „აკადემიური წერა“ არ არის „ქართული მეტყველების კულტურის“ მონაცვლე...

გატარებული „რეფორმის“ „წყალობით“, მომავალ ფილოლოგებს არასრულყოფილ ცოდნას ვაძლევთ:

ა) ქართული ენისა და ლიტერატურის მომავალი სპეციალისტებისათვის აღარ არის სავალდებულო საგანი „ქართული დიალექტოლოგია“; იგი არჩევით საგანთა ნუსხაში შეიტანეს (სავალდებულოა მხოლოდ ერთი მცირერიცხოვანი ჯგუფისათვის - ქართველური ენების სპეციალობისათვის)... ეს იგივეა, მათემატიკოსის დიპლომი მივცეთ კაცს და არ ვასწავლოთ ალგებრა ან გეომეტრია...

ბ) დასავლეთ ევროპის ენების სპეციალობაზე დღიდან ამ დარგის შემოღებისა ერთ-ერთი ძირითადი საგანი იყო „ქართული ენა“. ცხადია, მშობლიური ენის მეცნიერული ცოდნის გარეშე ძნელია (თუ საერთოდ შესაძლებელია) უცხოური ენის მეცნიერული შესწავლა; ასე იყო და ასეა დღესაც: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო შრომების თემატიკა ჩვეულებრივ ქართული ენის მეცნიერულ ცოდნას ითვალისწინებს; ეს თემატიკა გულისხმობს ინგლისურ-ქართული, გერმანულ-ქართული, ფრანგულ-ქართული და ა.შ. ენათა შეპირისპირებით კვლევას... რა გამოდის, ვთხოვთ მეცნიერულ ანალიზს ქართულისას და არ ვასწავლით ქართულ ენას!..

გ) იგივე ითქმის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობაზეც: სომხურ-ქართული, თურქულ-ქართული, სპარსულ-ქართული, არაბულ-ქართული და ა.შ. ენობრივი ურთიერთობების კვლევა იყო და არის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ამ ფაკულტეტის არსებობისა. ქართული ენა ამ ფაკულტეტზე იმ პროგრამით ისწავლებოდა, როგორითაც ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე (საგნები: ახალი ქართული ენა, ძველი ქართული ენა, ქართული დიალექტოლოგია, ენის ისტორია და სხვ.). დღეს აღმოსავლეთმცოდნეობის სტუდენტები ქართულ ენას აღარ სწავლობენ... არადა, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში ქართული ენის აღმოსავლურ ენებთან მიმართებას კვლავ იკვლევენ... ანუ: ამ შემთხვევაშიც მეცნიერულ ანალიზს ვთხოვთ იმ ენისას, რომელსაც არ ვასწავლით...

დ) საქართველოს ისტორიის მომავალი სპეციალისტებისათვის ამ საუნივერსიტეტო დარგის არსებობის მანძილზე სავალდებულო საგნად ითვლებოდა „ძველი ქართული ენა“. დიდმა ივანე ჯავახიშვილმა თურმე თვით აკაკი შანიძეს სთხოვა საქართველოს ისტორიის მომავალი სპეციალისტები ემეცადინებინა ძველ ქართულ ენაში... ეს ტრადიცია 2005 წლიდან წარსულს ჩაბარდა და საქართველოს ისტორიის მომავალი სპეციალისტები გამოიკვლევენ ძველქართულ საისტორიო წყაროებს ისე, რომ არ ეცოდინებათ ძველი ქართული ენა!... როცა არასრულყოფილი ცოდნის მიცემაზე ვსაუბრობდით, ამასაც ვგულისხმობდით...

ე) საგანგაშოდ გვეჩვენება ის ვითარება, რაც კავკასიური ენების სპეციალობაზეა შექმნილი. ქართული ძირითადი კავკასიური ენაა (არნ. ჩიქობავას დაარსებულ კავკასიურ ენათა განყოფილებაზე ასეთი საგანი ისწავლებოდა - „სემინარი ძირითად კავკასიურ ენაში“, იგულისხმებოდა ქართული ენა). კავკასიური ენების განყოფილებაზე „რეფორმამდე“ იკითხებოდა: „ახალი ქართული ენა“, „ძველი ქართული ენა“, „ქართული დიალექტოლოგია“, „ქართული ენის ისტორია“, „ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა“ და ეს ლოგიკურიც იყო: ქართული ერთადერთი უძველესი წერილობითი ძეგლების მქონე კავკასიური ენაა; სხვა ენების შესწავლისა და კვლევისათვის ქართულის ცოდნის აუცილებლობა ფაქტია... დღეს? კავკასიური ენების სპეციალობაზე იკითხება ერთსემესტრიანი „ქართული ენა“... ესაა და ეს!.. ფაქტობრივ, ის ტრადიცია, რაც დაამკვიდრეს არნ. ჩიქობავამ, ვ. თოფურიამ, ს. ჯანაშიამ, ქ. ლომთათიძემ, გ. როგავამ და მრავალმა სხვამ, 2006 წელს წარსულს ჩაბარდა!.. ესაა „რეფორმის“ შედეგი!...

ორიოდე სიტყვას ვიტყვით საგანთა და სტრუქტურულ ერთეულთა შესახებაც:

ა) ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში ორ ძირითად პერიოდს გამოყოფენ - ძველ ქართულ ენასა და ახალ ქართულ ენას; შესაბამისად, ტრადიციულად ორი საგანი ისწავლებოდა - „ძველი ქართული ენა“ და „ახალი ქართული ენა“. ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე „ახალი ქართული ენა“ საგანთა ჩამონათვალში დღეს აღარაა; ჩაანაცვლეს „ქართული გრამატიკის საფუძვლებით“. განგვიმარტეს: ეს იგივე საგანიაო, ვასწავლით ახალი ქართული ენის „ანბანს, ფონეტიკას, წარმოქმნას, თხზვას, სახელებსა“ და ა.შ. საერთოდ ასეა: ანბანს პალეოგრაფია სწავლობს, ფონეტიკა ცალკე დარგია, წარმოქმნასა და თხზვას ლექსიკოლოგია სწავლობს... რა გამოვიდა? საგანს დაარქვეს გრამატიკა და ასწავლიან პალეოგრაფიას, ფონეტიკას, ლექსიკოლოგიასა და გრამატიკას... ეს იგივეა, საგანს დავარქვათ გეომეტრია და ვასწავლოთ ალგებრა, ზოგადი მათემატიკა და ა.შ. ფაქტობრივ დაირღვა მიმართება საგნის სახელწოდებასა და მის შინაარსს შორის... თანაც, „გრამატიკის საფუძვლები“ ზოგადი საგანია და ვერ იქნება „ახალი ქართულის“ მონაცვლე... კურიოზულად ჟღერს ეს ცვლილება... და ეს ხდება საქართველოს უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც მაგალითის მიმცემია სხვათათვის!.. ესა ცვლილება ცვლილებისათვის...

ბ) „რეფორმატორებმა“ გადაწყვიტეს, ფეხი აეწყოთ იმჟამინდელი პოლიტიკური მოძრაობისათვის (გავიხსენოთ ლოზუნგები: „ისტორია იწყება ჩვენგან“... „პირველად ისტორიაში“...) და წერტილი დაუსვეს აკაკი შანიძისა და ვარლამ თოფურიას საფუძველჩაყრილ, ათეული წლობით ნაშენებ ახალი ქართული ენისა და ძველი ქართული ენის კათედრებს: გადაჯგუფდა საგნები, „ახალი ქართული ენის კათედრას“ „ქართველური ენათმეცნიერების“ დეპარტამენტი ჩაენაცვლა; „ძველი ქართული ენის კათედრას“ მიემატა - „ტექსტოლოგიური კვლევები“... ვერსად მოვიძიე ოფიციალური დოკუმენტი ამ ცვლილებების დასაბუთებისა. განმიმარტეს: ასე მოისურვეს „ყოვლისშემძლე რეფორმატორებმა“ და შეუცვალეს სახელიო... ისევ დაირღვა ლოგიკური მიმართებები: ძველი ქართულიც ქართველური ენათმეცნიერებაა, თუმცა... ორი კათედრა გააერთიანეს „ქართული ენის ინსტიტუტად“... და შედეგად მივიღეთ: ცვლილებათა თვითმიზნურმა ინტერესმა მთელისა და ნაწილის ლოგიკური მიმართების საკითხი დაარღვია: თითქოს ქართული ენის ნაწილი არის ქართველური ენები!... ისევ კურიოზი და შეუფერებელი ცვლილება ისეთი რანგის უმაღლესი სასწავლებლისათვის, როგორიც ჩვენი უნივერსიტეტია...

ძველი ქართული ენის კათედრისათვის „ტექსტოლოგიური კვლევების“ მიმატება პიროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახები და არა ლოგიკური აუცილებლობით (აქ სხვა პრობლემებიც იჩენს თავს...). მოხდა სპეციალობათა „მორგება“ პიროვნებებზე და არა პიროვნებათა შერჩევა სპეციალობების მიხედვით...

მეტყვიან, მერე რაო... რა და ის, რომ: ვებრძვით ტრადიციებს და ვახდენთ პირველი უმაღლესი სასწავლებლისათვის შეუფერებელ, ალოგიკურ, კურიოზულ ცვლილებებს... ვამკვიდრებთ არაპროფესიონალიზმსა და არაკომპეტენტურობას...

საგაზეთო წერილში ამ თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ... საერთოდ, სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს სავალდებულო და არასავალდებულო საგანთა მიმართება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ესა თუ ის საგანი ჩნდება არა სპეციალობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კონკრეტული პიროვნების ინტერესის გათვალისწინებით... და სხვა... და სხვა...

არსებობს უფრო ზოგადი პრობლემაც: ქართული ენა პირველ ქართულ უნივერსიტეტში აღარ არს პრიორიტეტული! გავიხსენოთ: 1918 წელს გახსნილ უმაღლეს სასწავლებელს ივანე ჯავახიშვილის წინადადებით ეწოდა „ქართული უნივერსიტეტი“ და მას ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარება დაუსახეს უპირველეს მიზნად (იხ. პეტრე მელიქიშვილის სიტყვა, თქმული უნივერსიტეტის გახსნის დღეს)... ისიც გავიხსენოთ, რომ ქართული საქართველოს სახელმწიფო ენაა და მერე ჩავიკითხოთ ამონარიდი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ცნობარიდან:

„ფაკულტეტზე პრიორიტეტულია უცხოური ენების სწავლება. ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს:

– ევროპულ ენებს (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, ახალი ბერძნული, ნორვეგიული, შვედური).

– სლავურ ენებს (რუსული, პოლონური, ჩეხური,ბულგარული).

– აღმოსავლურ ენებს (არაბული, სპარსული, თურქული, ებრაული, იაპონური, ჩინური).

– კლასიკურ ენებს (ლათინური, ძველი ბერძნული).

– კავკასიურ და კავკასიაში გავრცელებულ ენებს (აფხაზური, ადიღეური, ჩეჩნური, სომხური, ოსური, აზერბაიჯანული).

ქართველურ ენებს (ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური)“.

შეიძლება სიმწრით გაგვეღიმოს: კარგია, რომ ქართული ენა საერთოდ გაახსენდათ და უცხოური ენების „და სხვაში“ არ მოხვდა... ამ სქემაში სხვა რამეც არის პრობლემა, მაგრამ ამის თაობაზე სხვა დროს...

სამწუხაროდ ჩვენდა და საუბედუროდ ქართული ენისა, „რეფორმამ“ და „რეფორმატორებმა“ სასაუბრო მასალა მრავლად მოგვცა... ესეც თემაა: ვინ ასწავლის, რას და როგორ... ვიყენებთ თუ არა სრულად იმ ინტელექტუალურ რესურსს, რაც ამ სფეროში გვაქვს... თუმცა ამჯერად აქ შევწყვეტთ საუბარს. ფაქტია: პირველ ქართულ უნივერსიტეტში, დედა უნივერსიტეტში, ქართული ენის ბედის ბორბალი უკუღმა დაბრუნდა. ვითარება უნდა შეიცვალოს, გამოსწორების გზები დაისახოს...

მივმართავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატსა და აკადემიურ საბჭოს:

შეიქმნეს კომპეტენტური კომისია მიუკერძოებელი პირებისაგან, რათა შესწავლილ იქნეს სახელმწიფო ენის სწავლების მდგომარეობა ჩვენს უნივერსიტეტში; შეფასდეს ჩატარებული „რეფორმების“ შედეგები და დაისახოს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიებები.

გიორგი გოგოლაშვილი