ჰარვარდის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა დაიწყო

16 ივნ 2016

13 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.

ეს არის პირველი ერთობლივი პროექტი ამ უნივერსიტეტებს შორის, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია 20-მდე სტუდენტი, რომლებიც კავკასიის და მიმდებარე ქვეყნების კულტურას, ისტორიას, ლიტერატურას და კინემატოგრაფიას შეისწავლიან. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის ზაფხულის სკოლის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი წაუკითხავს სალექციო კურსებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საქართველოს ისტორია და პოლიტიკა, არქიტექტურა და ურბანული მორფოლოგია, ქართული ფილმი, რუსული მხატვრული ლიტერატურა კავკასიის შესახებ. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დახვეწონ ქართული და რუსული ენების ცოდნა. 

გარდა სასწავლო აქტივობებისა, პროგრამა მოიცავს ინტენსიურ გაცნობით-შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს ზაფხულის სკოლის მონაწილეებისთვის როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. 

ზაფხულის სკოლა 13 აგვისტომდე, 9 კვირის მანძილზე გაგრძელდება და სასწავლო კომპონენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდება.

ზაფხულის სკოლის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პრესისა და კულტურის საკითხებში ქორთნი ოსთრიანი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, „ერაზმუს +“-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ლიკა ღლონტი, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები.

ზაფხულის სკოლა ოფიციალურად გახსნა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მან აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ერთობლივი პროექტი ჰარვარდის უნივერსიტეტთან, რომლის მომზადებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ამერიკელმა, ასევე ქართველმა პროფესორებმა. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ არა მხოლოდ ჰარვარდელი სტუდენტები მიიღებენ გარკვეულ ცოდნას საქართველოსა და მის კულტურაზე, არამედ ქართველ სტუდენტებსაც მიეცემათ საზაფხულო სკოლაში და მის კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა. „საზაფხულო სკოლა მოდულარულ პრინციპზეა აგებული და გულისხმობს ორ-ორ კვირიან სწავლებას თითოეულ მიმართულებაში, რომელშიც ქართველი პროფესორებიც ჩაერთვებიან“, - აღნიშნა მან და საზოგადოებას გააცნო პროგრამა, რომლითაც იმუშავებს საზაფხულო სკოლა.

პროექტის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ: ცნობილი ქართველოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის  მფლობელი, თსუ-ის საპატიო პროფესორი სტივენ ჯონსი, რომლის ლექციებიც მიეძღვნება თბილისის და საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებს;  პროფესორი ჯული ბათლერი, ჰარვარდის სლავისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსულ და ევრაზიულ სწავლებათა ცენტრის წარმომადგენელი, რომლის წვლილიც დიდია პროექტის განხორციელებაში. იგი სამი კვირის განმავლობაში ჩაატარებს ლექციებს ქართველი და ჰარვარდელი სტუდენტებისთვის და შეეხება საქართველოს ისტორიას, არქიტექტურას და ურბანულ მორფოლოგიას;  პროფესორი სტეფანი სანდლერი თავის ლექციებში შეეხება ქართულ ფილმებს, სტუდენტებს გააცნობს ლანა ღოღობერიძის, ელდარ შენგელაიას, სერგო ფარაჯანოვის და სხვათა ფილმებს და გააკეთებს შედარებით ანალიზს იმავე პერიოდის რუსი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებთან; ჯასტინ ვეილი, რომელიც ისაუბრებს კავკასიური ორიენტალიზმის რომანტიკულ ასახვაზე პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის შემოქმედებაში; ოქსანა ვილისი, რომელიც ზაფხულის სკოლის დირექტორია, რუსული ენის 9-კვირიან კურსს გაუძღვება.

დაინტერესებული სტუდენტებისთვის შესაძლებელი იქნება ქართული ენისა და კულტურის შესწავლა, ისინი გაეცნობიან ქართულ ტრადიციებს, მოინახულებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ეწვევიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ეროვნულ მუზეუმს, ფულის მუზეუმს და სხვ. 

ზაფხულის სკოლის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს,  მოისმენენ ლექციებს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ ცენტრში, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით დაათვალიერებენ არქეოლოგიურ გათხრებს. „ვფიქრობ, ამგვარი კულტურული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას და პროექტი კვლავაც გაგრძელდება“, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

ჰარვარდელი სტუდენტებისთვის მეცადინეობები ჩატარდება თსუ-ის საერთაშორისო სკოლა ISET-ის ბაზაზე. 

ჰარვარდის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმნენ ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პრესისა და კულტურის საკითხებში ქორთნი ოსთრიანი, ჰარვარდის საზაფხულო სკოლის დირექტორი საქართველოში ოქსანა ვილისი, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი, თსუ-ის საერთაშორისო სკოლა ISET-ის დირექტორი ერიკ ლივნი, თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.

ჰარვარდელმა სტუდენტებმა საზოგადოებას შესთავაზეს მცირე პერფორმანსი და რუსულ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის რამდენიმე ნიმუში წაიკითხეს. ქართულმა მხარემ კი სპეციალურად მათთვის გამართა კონცერტი, რომელზეც ქართული ფოლკლორი იქნა წარმოდგენილი.

ამავე ღონისძიების ფარგლებში თსუ-ის სააქტო დარბაზში გამოიფინა გერმანელი ფოტოხელოვანის - რუდოლფ შრადეს მიერ გადაღებული ხევსურეთის უნიკალური ფოტოები, რომელიც თსუ-ის მუზეუმშია დაცული და რომელიც მან 1960, 1977 და 2012 წლებში საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო.

ზაფხულის სკოლის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პრესისა და კულტურის საკითხებში ქორთნი ოსთრიანი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, „ერაზმუს +“-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ლიკა ღლონტი, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები.ზაფხულის სკოლა ოფიციალურად გახსნა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მან აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ერთობლივი პროექტი ჰარვარდის უნივერსიტეტთან, რომლის მომზადებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ამერიკელმა, ასევე ქართველმა პროფესორებმა. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ არა მხოლოდ ჰარვარდელი სტუდენტები მიიღებენ გარკვეულ ცოდნას საქართველოსა და მის კულტურაზე, არამედ ქართველ სტუდენტებსაც მიეცემათ საზაფხულო სკოლაში და მის კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა. „საზაფხულო სკოლა მოდულარულ პრინციპზეა აგებული და გულისხმობს ორ-ორ კვირიან სწავლებას თითოეულ მიმართულებაში, რომელშიც ქართველი პროფესორებიც ჩაერთვებიან“, - აღნიშნა მან და საზოგადოებას გააცნო პროგრამა, რომლითაც იმუშავებს საზაფხულო სკოლა.პროექტის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ: ცნობილი ქართველოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის მფლობელი, თსუ-ის საპატიო პროფესორი სტივენ ჯონსი, რომლის ლექციებიც მიეძღვნება თბილისის და საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებს; პროფესორი ჯული ბათლერი, ჰარვარდის სლავისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსულ და ევრაზიულ სწავლებათა ცენტრის წარმომადგენელი, რომლის წვლილიც დიდია პროექტის განხორციელებაში. იგი სამი კვირის განმავლობაში ჩაატარებს ლექციებს ქართველი და ჰარვარდელი სტუდენტებისთვის და შეეხება საქართველოს ისტორიას, არქიტექტურას და ურბანულ მორფოლოგიას; პროფესორი სტეფანი სანდლერი თავის ლექციებში შეეხება ქართულ ფილმებს, სტუდენტებს გააცნობს ლანა ღოღობერიძის, ელდარ შენგელაიას, სერგო ფარაჯანოვის და სხვათა ფილმებს და გააკეთებს შედარებით ანალიზს იმავე პერიოდის რუსი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებთან; ჯასტინ ვეილი, რომელიც ისაუბრებს კავკასიური ორიენტალიზმის რომანტიკულ ასახვაზე პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის შემოქმედებაში; ოქსანა ვილისი, რომელიც ზაფხულის სკოლის დირექტორია, რუსული ენის 9-კვირიან კურსს გაუძღვება.დაინტერესებული სტუდენტებისთვის შესაძლებელი იქნება ქართული ენისა და კულტურის შესწავლა, ისინი გაეცნობიან ქართულ ტრადიციებს, მოინახულებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ეწვევიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ეროვნულ მუზეუმს, ფულის მუზეუმს და სხვ. ზაფხულის სკოლის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მოისმენენ ლექციებს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ ცენტრში, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით დაათვალიერებენ არქეოლოგიურ გათხრებს. „ვფიქრობ, ამგვარი კულტურული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას და პროექტი კვლავაც გაგრძელდება“, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.ჰარვარდელი სტუდენტებისთვის მეცადინეობები ჩატარდება თსუ-ის საერთაშორისო სკოლა ISET-ის ბაზაზე. ჰარვარდის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმნენ ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პრესისა და კულტურის საკითხებში ქორთნი ოსთრიანი, ჰარვარდის საზაფხულო სკოლის დირექტორი საქართველოში ოქსანა ვილისი, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი, თსუ-ის საერთაშორისო სკოლა ISET-ის დირექტორი ერიკ ლივნი, თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.ჰარვარდელმა სტუდენტებმა საზოგადოებას შესთავაზეს მცირე პერფორმანსი და რუსულ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის რამდენიმე ნიმუში წაიკითხეს. ქართულმა მხარემ კი სპეციალურად მათთვის გამართა კონცერტი, რომელზეც ქართული ფოლკლორი იქნა წარმოდგენილი.ამავე ღონისძიების ფარგლებში თსუ-ის სააქტო დარბაზში გამოიფინა გერმანელი ფოტოხელოვანის - რუდოლფ შრადეს მიერ გადაღებული ხევსურეთის უნიკალური ფოტოები, რომელიც თსუ-ის მუზეუმშია დაცული და რომელიც მან 1960, 1977 და 2012 წლებში საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო.