აქტუალური

უნივერსიტეტის ავტონომიის გამოსაცხადებლად მუშაობა ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო

უნივერსიტეტის ისტორიიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 1990 წლის 8 თებერვალია. ამ დღეს პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ საზეიმო სხდომაზე ავტონომია გამოაცხადა. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ 1990 წლის 23 თებერვლის ნომერში წერდა, რომ „უნივერსიტეტის კოლექტივის, დედაქალაქის საზოგადოების წარმომადგენელთა თანდასწრებით ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უნივერსიტეტმა 72 წლის შემდეგ დაიბრუნა სუვერენული უფლებები“.
სიმბოლურია, რომ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი და 90-იან წლების დასაწყისშიც, დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებამდე, ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღიარა ავტონომია. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაციაში გაწერილი იყო შემდეგი უფლება-მოვალეობები: 
* თავად უნივერსიტეტისა და მისი მმართველობის სტრუქტურის ცვლილება;
* მმართველი ორგანოების არჩევა-დამტკიცება;
* სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-დამტკიცება;
* ახალი სპეციალობების შემოღება და ძველის გაუქმება;
* სწავლების ყოველნაირი შესაძლებელი ფორმის შემოღება-გაუქმება;
* სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებებისა და ხარისხების მინიჭება;
* საკუთარი საკადრო, საგარეო, სოციალ-ეკონომიკური და სამეურნეო პოლიტიკის გატარება მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
დეკლარაციის მიხედვით, უნივერსიტეტის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციის, დაფინანსებასა და მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებდა (უნივერსიტეტის კომპეტენციაში ჩარევის გარეშე). თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვალდებულება აიღო „აღუზარდოს ქვეყანას განათლებული, მაღალზნეობრივი თაობა – მეცნიერები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. აიყვანოს ქართული მეცნიერება თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე მეცნიერების დონეზე“. (წყარო გაზეთი „სახალხო განათლება“, 1 მარტი, 1990 წელი). 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიის გამოსაცხადებლად მუშაობა 1989 წელს დაიწყო. ე.წ. ავტონომიის ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა – ფილოსოფოსი გურამ თევზაძე, მათემატიკოსი ზურაბ კიკნაძე და ამჟამინდელი თსუ-ის ქართულ-აფხაზური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ზურაბ შენგელია. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ: ისტორიკოსი – ოთარ ჯაფარიძე, ახალგაზრდა ბიოლოგი ზურაბ ჟვანია და რექტორატის წარმომადგენელი, იურისტი ლევან ალექსიძე. 
1990 წლის 8 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე მოხსენება უნივერსიტეტისთვის ავტონომიის მინიჭების აუცილებლობის შესახებ ზურაბ შენგელიამ წარმოადგინა, რომელშიც მან ზოგადად მიმოიხილა უნივერსიტეტების ფუნქცია და უფლება-მოვალეობები სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე რაკურსში და დაასაბუთა, ანალოგიური უფლებების მინიჭებით, საუნივერსიტეტო განათლების განვითარების პერსპექტიულობა. შემდეგმა გამომსვლელმა ზურაბ კიკნაძემ განაცხადა, რომ ავტონომიის აღდგენის იდეა სტუდენტობამ დააყენა დღის წესრიგში, „რითაც დაადასტურა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფარულად მაინც, ყოველთვის იყო უნივერსიტას მაგისტრორუმ ეტსქოლარიუმ ანუ „ერთიანობა მოძღვართა და დასამოძღვრთა“.
გამომსვლელთა შორის იყვნენ პრორექტორი ელგუჯა ხინთიბიძე და სტუდენტი გიორგი მაისურაძე. სხდომის ბოლოს, რექტორმა ნოდარ ამაღლობელმა წაიკითხა უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია, რომელიც ერთხმად გაიზიარა დამსწრე საზოგადოებამ. დაიწყო ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა. უნივერსიტეტმა დაიბრუნა თავისი ყოფილი ტერიტორიები. ქალაქის აღმასკომმა (თავმჯდომარე ირაკლი ანდრიაძე) უნივერსიტეტს დაუმტკიცა ვაკის სტუდქალაქის ტერიტორია ახალგაზრდული ცენტრის ასაშენებლად. მოიძებნა ინვესტორიც. დაიწყო მოლაპარაკება მახინჯაურის სანატორიუმის „Наука“-ს დასაბრუნებლად, რომელიც იმჟამად ლენინგრადის გემთმშენებელ ქარხანას ეკუთვნოდა.
„გადაიდგა ნაბიჯები უმაღლესი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობისაკენ ფასიანი სწავლების შემოღების გზით. ლოგიკა მარტივი იყო: სახელწიფო აფინანსებს იმდენ ადგილს, რამდენიც მას სჭირდება სახელმწიფო სამსახურისათვის, მაგრამ თუ პიროვნებას აქვს სურვილი და შეუძლია ამა თუ იმ სპეციალობის ათვისება, რად უშლით ხელს – თავისი ხარჯით მიიღოს განათლება? ამ მიმართულებითაც გადაიდგა ნაბიჯი და უნივერსიტეტის წიაღში წარმოიშვა საქართველოში პირველი ფასიანი „თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“ (რექტორი პარმენ მარგველაშვილი) ე.ი. უნივერსიტეტმა მიიღო დამატებითი არასახელმწიფო შემოსავალი. მართალია ჩვენი რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ფასიანი სწავლება მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებლებში დანერგილიყო (რისი მართებულებაც დრომ დაამტკიცა), არ გაითვალისწინეს და ამან სოკოებივით მოამრავლა კერძო სასწავლებლები. გარდა ამისა, უნივერსიტეტში პირველად, საბჭოთა პერიოდში, მოხერხდა სამეცნიერო წოდების მინიჭება მოსკოვის გარეშე. უნივერსიტეტის ეს გამოცდილება აიტაცა საზოგადოებამ და დადგა საკითხი მისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნისა. სწორედ ამ პერიოდში შეიცვალა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და წარმოიშვა წინააღმდეგობებიც. ძირითადი პრობლემა აღმოჩნდა არასაბიუჯეტო თანხების კონტროლის მექანიზმის შექმნა. თუ სახელმწიფო სახსრებს თან მოჰყვება მისი კონტროლის მექანიზმებიც, ალბათ, არასაბიუჯეტო თანხებსაც სჭირდება არასახელმწიფო, მაგრამ საზოგადოებრივი კონტროლი, მითუმეტეს ასე მომრავლებული კერძო სასწავლებლების არსებობის პირობებში. ჩვენ ეს აუცილებლად მიგვაჩნდა და დაიწყო ბრძოლა ამ იდეის წინააღმდეგ. შეიქმნა რექტორთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ყველა პრესტიჟული სახელმწიფო სასწავლებლების რექტორები. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის შექმნას თუნდაც სამეურვეო საბჭოს სახით, რაც ბევრ ქვეყანაში არსებობს.
მხოლოდ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას საშუალებით მოხერხდა განათლების კანონში სამეურვეო საბჭოს ხსენება, მაგრამ არა როგორც აუცილებელი, არამედ როგორც შესაძლო მექანიზმი. ამ პერიოდში სტუდქალაქის ტერიტორიაზე დაიწყო ბინათმშენებლობაც, რაც ქალაქის აღმასკომთან დადებული პირობის დარღვევა იყო და არც მახინჯაურის სანატორიუმი გადმოეცა უნივერსიტეტს. ასე შეჩერდა უნივერსიტეტის ავტონომიის ჩვენეული იდეის რეალიზაცია. საწყენია, მაგრამ ფაქტია“, – იხსენებს ზურაბ შენგელია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები III მოსმენით მიიღო, რის შედეგადაც კონსტიტუციაში გაჩნდა რეგლამენტირებული ჩანაწერი საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ. ეს ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ეკუთვნის.

ვრცლად

ასწლეულის მძიმე გაკვეთილები...

დედაუნივერსიტეტი XX საუკუნის ისეთივე პირმშოა, როგორიც სვეტიცხოველი XI საუკუნისა და გელათი XII საუკუნისა. ჩვენი უნივერსიტეტიც სახეა ეპოქისა, როგორც ყველა ეროვნული ძეგლი... მასაც არაერთი ძნელბედობის ჟამი ჰქონია... ამ მცირე საგაზეთო წერილში ორ უმთავრეს პერიოდზე მინდა შევაჩერო ყურადღება; ორივე შემთხვევაში დედაუნივერსიტეტის ეროვნულობა, ქართული საქმის თავკაცობა იყო მიზეზი მოძალადეთა მტრული დამოკიდებულებისა... და ყოველივე ეს სამომავლო გაკვეთილად რომ გამოგვადგეს, ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ... უფრო კონკრეტულად:
ივანე ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა თავიდან „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ჩაიფიქრეს; 1917 წლის 22 ივნისს ივანე ჯავახიშვილის წინადადებით სიტყვა „თავისუფალი“ შეცვალეს სიტყვით „ქართული“. ამით მოხდა ხაზგასმა მომავალი უნივერსიტეტის მიზნებზე, ინტერესებზე, სულისკვეთებაზე. აღნიშნა კიდეც ქართული უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა, საქვეყნოდ ცნობილმა ქიმიკოსმა პეტრე მელიქიშვილმა თავის სეფესიტყვაში 26 იანვარს: ჩვენი უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანი ქართული საქმის მსახურება იქნებაო!..
სწორედ ამ ქართულობამ, ეროვნულობამ განაწყო მტრულად რუსეთის იმპერია ქართული უნივერსიტეტის იდეისადმი და ამიტომაც ეწინააღმდეგებოდნენ გააფთრებით მის დაარსებას...
სწორედ ეროვნულობა და ქართულობა იყო ის მიზეზი, რის გამოც ბოლშევიკური ხელისუფლება მტრად მოეკიდა ახლად გახსნილ უნივერსიტეტს... პირველი მკვეთრი დაპირისპირება 1926 წელს მოხდა: ივანე ჯავახიშვილი გადააყენეს რექტორობიდან და დანიშნეს ბოლშევიკი თედო ღლონტი. მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „1921 წელს თედო ღლონტი სტუდენტად არ მიიღეს, რადგან სწავლის სტაჟი არ ჰქონდა. დღეს კი, 22/VI რექტორად აირჩიეს“... უნივერსიტეტის სახელწოდებიდან გაქრა „ქართული“... არ უშველა ბოლშევიკებს ამ ღონისძიებამ; საბედნიეროდ, ისე მკვიდრი იყო ეროვნული უნივერსიტეტის საფუძველი, რომ საჭირო გახდა „სხვა ღონისძიებანიც“ და დაიწყო დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი: 1930 წელს დაიხურა უნივერსიტეტი (ინსტიტუტებად დაიშალა); ივანე ჯავახიშვილსა და მის თანამებრძოლებს სამსჯავრო მოუწყვეს. ამჯერად რექტორი კ. ორაგველიძე ერთგულად ასრულებს ხელისუფლების დავალებას... თავგამოდებით აქტიურობენ „წითელი პროფესორები“, ახალგაზრდა ბოლშევიკები (სტუდენტები, ასპირანტები)... უმძიმესი რეპრესიების ხანაა... დაბეზღებები, დაჭერები, დახვრეტები, უნივერსიტეტიდან გაყრა...


ისტორიას განმეორება სცოდნია...

მაინც გადარჩა უნივერსიტეტი; გაუძლო ამ ძნელბედობას; აღდგა მკვდრეთით... ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა... მძლავრობს მკვიდრი საფუძველი: ისევ ეროვნული სულისკვეთებით, ინტერესებითა და მიზნებით გაგრძელდა საუნივერსიტეტო ცხოვრება...
კომუნისტურმა ხელისუფლებამ თითქოს დაგმო 20-30-იანი წლების რეპრესიები, მაგრამ, როგორც ჩანს, ფორმალურად: პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სურათების გვერდით დაჰკიდეს თედო ღლონტის, კარლო ორაგველიძის, მალაქია ტოროშელიძისა და სხვათა სურათები... ეს, ფაქტობრივ, შეხსენება-გაფრთხილება იყო: ისინი სახელმწიფოს დავალებას ასრულებდნენო... სახელმწიფო კი იგივე იყო...
50-იანი წლებიდან თბილისის უნივერსიტეტმა მოიდგა წელი და იქცა ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს ძალად, ყოველივე ქართულის თავკაცად, ეროვნული მოძრაობის მედროშედ... გავიხსენოთ 1956 წლის მარტის მოვლენები; 1978 წლის აპრილი; გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აღმავლობა... 
ყოველივე ამან მძიმე საფიქრალი გაუჩინა ხელისუფლების სათავეში მოსვლის ჟინით შეპყრობილ ახალ თაობას... და 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყეს ფიქრი, როგორ ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება და აეღოთ საზოგადოების მართვის სადავეები... წარმატებულად აითვისეს ბოლშევიკების გამოცდილება (ამიტომ ნეობოლშევიკებიც უწოდეს მათ)... 2003 წელს ხელისუფლებაში მოსული „ნაცმოძრაობის“ შეტევა დედაუნივერსიტეტის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური, უფრო დამანგრეველი, უფრო „შედეგიანი“ იყო, ვიდრე ნამდვილი ბოლშევიკებისა... მოჩვენებითი რეფორმა თითქოს მთელ საუნივერსიტეტო სივრცეს შეეხო, მაგრამ საგანგებოდ გაიწირა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი... ერთი კონკრეტული მაგალითი: თუ სხვა უნივერსიტეტებში „ოპტიმიზაციის მიზნით“ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა 3-4 %-ით, დედაუნივერსიტეტიდან დაითხოვეს 81%... ზეიმობს უკანონობა, უსამართლობა; ჩატარდა „პოლიტიზირებული“ კონკურსები (2006, 2009, 2012 წლებში)... პროცესებს განათლების მინისტრის კახა ლომაიას და მაშინდელი რექტორის მეშვეობით მართავენ „რეფორმატორები“... „ხულიგან“ პროფესორებს ასამართლებენ... და შეძლო ხელისუფლებამ მართვის სადავეების ხელში აღება... ისევ გაჩნდნენ „ვარდისფერი პროფესორები“, „ნეოკომკავშირლები“ და „დამშვიდდა“ უნივერსიტეტი...
საუკუნოვანი ქართული უნივერსიტეტის ისტორიაში ეს ორი უმძიმესი პერიოდი არ უნდა დავივიწყოთ; უნდა მოხდეს ამ პროცესების სამართლებრივი და მორალური შეფასება; თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს... რათა დიდი ივანე ჯავახიშვილისა და მისი ერთგული თანამებრძოლების დაფუძნებული და ნალოლიავები ქართული უნივერსიტეტი ისევ ეროვნული სულისკვეთებითა და ინტერესებით ემსახუროს ქართულ საქმეს!


დღევანდელი რექტორატის პოზიცია

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტისადმი“ მიცემულ ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტში ჩასატარებელი მომავალი კონკურსების თემასაც შეეხო: „კონკურსანტებს შორის შეირჩევა ღირსეული და ვაკანსიებს დაიკავებენ პროფესიონალები. ჩვენ წლების წინ ბევრი კარგი სპეციალისტი დავკარგეთ და დღეს ისინი კონკურენტ უნივერსიტეტებში მუშაობენ, თუმცა აქვთ სურვილი – დაბრუნდნენ. როცა ისინი დაინახავენ, რომ კონკურსი გამჭვირვალე და ობიექტურია, შემოიტანენ საბუთებს ამ კონკურსში. მთავარია მთელმა საზოგადოებამ ირწმუნოს, და ეს რწმენა უნდა იყოს რეალობაზე დაფუძნებული, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსები ტარდება ობიექტურად, ისე, როგორც ეს შეესაბამება და ეკადრება ჩვენს უნივერსიტეტს“.
ამ ინტერვიუს მიცემისას ბატონი მიხეილ ჩხენკელი დედაუნივერსიტეტის პრორექტორი იყო. ესაა აღიარება იმისა, რაც მოხდა უახლოეს წარსულში და გაჩნდა სურვილი მდგომარეობის გამოსწორებისა... და ეს სამართლიანობის აღდგენის იმედსაც იძლევა...
პირველი ასწლეულის ძნელბედობანი გაკვეთილი უნდა იყოს მეორე ასწლეულისათვის!.. ბედნიერი იყოს მეორე ასწლეული დედაუნივერსიტეტისათვის!..

გიორგი გოგოლაშვილი

ვრცლად

ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკ-ფაქტორები ახალგაზრდებში

ძალადობრივი ექსტრემიზმი და ძალადობრივი რადიკალიზაციის პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს. პოლიტიკური, სოციალური ან რელიგიური ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ძალადობრივი რადიკალიზაციის პროცესის პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ რეგიონში არსებული ვითარების სწორ დიაგნოსტიკას და დროული, ადეკვატური, პრევენციული ღონისძიებების გატარებას. სწორედ ამ მიზნით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევა – „ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში“ – განხორციელდა. კვლევას თსუ-ის პროფესორი, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი და ანალიტიკოსი გიორგი ლოლაშვილი უძღვებოდნენ.

სოციოლოგიური კვლევა მოიცავდა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით ფოკუს ჯგუფებთან დისკუსიებს და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, VII-დან XII კლასების ჩათვლით გრიფირებული საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების სიღრმისეულ კვლევას (თუ რამდენად უწყობს ხელს მათში შესული ტექსტები ძალადობრივი ექსტრემიზმის პრაქტიკაში ჩართვას და რამდენად არის გათვლილი რელიგიურად თუ ეთნიკურად მრავალფეროვან აუდიტორიაზე) და მასობრივ გამოკითხვას პირდაპირი ინტერვიუს გზით. სამიზნე ჯგუფი შედგებოდა 18-29 წლის ახალგაზრდებისგან და, ასევე, საჯარო სკოლებისა და რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეებისგან. სოციოლოგიური კვლევების ავტორის იაგო კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, სკოლა-პანსიონების დიდი ნაწილი სახელმწიფოებრივი კონტროლის სფეროდან გასულია და მათი სასწავლო პროგრამა სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამ დროისთვის რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, დაახლოებით, 800 მოსწავლე სწავლობს. საერთო ჯამში, სოციოლოგიური კვლევისას 1145 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რა არის ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობის რისკ-ფაქტორები საქართველოს ახალგაზრდებში, რომელი ჯგუფია ყველაზე მეტად რადიკალიზმისკენ მიდრეკილი და რომელი ფაქტორები უწყობს ხელს პრობლემის გაღვივებას. 
„ჩვენი კვლევის შედეგად მივიღეთ დასკვნა, რომ ახალგაზრდებში ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკ-ფაქტორებია დაბალი ეკონომიკური სტატუსი, დასაქმების (ანუ საკუთარი უნარების რეალიზაციის) დაბალი შესაძლებლობები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურობის განცდა, საჯარო და სამოქალაქო აქტივობებში დაბალი ჩართულობა, პოზიტიური სოციალური სივრცის დეფიციტი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის), რელიგიური ფუნდამენტალიზმისაკენ და ავტორიტეტების მიმართ მორჩილებისკენ ორიენტირებულობა... ეთნოცენტრისტული, ნაციონალისტური და ორთოდოქსული მეტანარატივებით შევიწროვება არაქართველ მუსლიმ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელს, აქცევს ყველაზე მოწყვლადად ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ საქართველოში“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა. 
„საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების გაანალიზებისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო გაგვერკვია – მათში მოცემული ტექსტების საშუალებით, ხომ არ ენიჭება უპირატესობა რომელიმე ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ ჯგუფს. შემაჯამებელი დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სახელმძღვანელოების შინაარსი ხელისშემშლელია სხვადასხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა გიორგი ლოლაშვილმა.
სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ავტორებმა შესაბამისი სტრუქტურების – არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანოების მისამართით რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, მათ შორის გახლავთ რელიგიური სკოლა-პანსიონების სასწავლო კურიკულუმებზე სახელმწიფო მონიტორინგის გაძლიერება, საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების რევიზია და სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების გასამყარებლად ადეკვატური პროექტების განხორციელება. 
„იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკურად არაქართველებისთვის, უმუშევრობა მწვავე სოციალური პრობლემაა, მიზანშეწონილია – დაიგეგმოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ტრენინგები, რაც ახალგაზრდების დასაქმების სწორი მიმართულებით განვითარებას მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უჩივიან რეკრეაციული ადგილების არარსებობას, მიზანშეწონილია აღნიშნულ გარემოში სპორტული, გასართობი და დასასვენებელი ზონების განვითარება. საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მუსლიმ ახალგაზრდებში პოზიტიური დამოკიდებულებაა რელიგური ფუნდამენტალიზმის მიმართ და აუცილებელია ამ განწყობის გასანეიტრალებლად პრევენციული, საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება, მაგალითად, ადგილობრივი მედიის მეშვეობით, ტერორისტული ორგანიზაციების დესტრუქციული და ანტიჰუმანური მიზნების გამოაშკარავება. საჭიროა ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სასწავლო სახელმძღვანელოები გათავისუფლდეს ეთნოცენტრისტული მეტანარატივებისგან და ნაკლებად იდეოლოგიზირებული გახდეს. ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები უნდა გამდიდრდეს არაქართული კულტურის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებით. მასწავლებლებისთვის უნდა ჩატარდეს ტრენინგები, რათა მათ შეძლონ ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი კლასის მართვა. მიზანშეწონილად მივიჩნევთ შიდასახელმწიფოებრივი მობილობის ამოქმედებას საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, საჭიროა შემუშავდეს სოციალური გაცვლითი პროგრამები, რათა მოზარდებმა სხვა რეგიონებში განსხვავებულ ცხოვრების წესთან და შეხედულებებთან შეგუება შეძლონ. უნდა გაიზარდოს საზაფხულო ბანაკების ჩატარების ინტენსივობა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის, ეროვნების, კულტურის ახალგაზრდები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა. 
სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტში სოციოლოგიური კვლევის – „ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში“ – პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ინკლუზიური განვითარების სამმართველოს წარმომადგენელი ლელა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც კვლევა შეაფასა, როგორც დროული და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 
„ახლა მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი, ხდება სახელმძღვანელოების არჩევა, შედგენა... მიუხედავად იმისა, რომ უკვე დასკვნით ეტაპზე ვართ, ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ კვლევის შედეგებში ასახული აქტუალური პრობლემები გავითვალისწინოთ. ჩვენ გვაქვს სოციალური ინკლუზიის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მოწყვლადი ჯგუფების სოციალიზაციაზე, ახლა ვიწყებთ ამ პროგრამის სისტემაში ინტეგრირების პროცესს და იმედი მაქვს – მას პოზიტიური შედეგები ექნება. სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მაქვს, თუ როგორ რეგულირდება სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესი რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, რადგან ეს უშუალოდ ჩემი პრეროგატივა არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ, თუ სკოლა არ მიყვება ეროვნულ სასწავლო გეგმას, მას ატესტატის გაცემის უფლება არ აქვს. მოხარული ვიქნებოდი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფრო ფართო წარმომადგენლობა დასწრებოდა პრეზენტაციას, რადგან ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიმდინარეობს არა ერთი აქტუალური საკითხის გადახედვა-გაუმჯობესების პროცესი“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარის იაგო კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, კვლევის შედეგები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. გარდა ამისა, სოციოლოგი აუცილებლად მიიჩნევს კვლევების ჩატარებას დამატებით რამდენიმე მიმართულებითაც: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ვიკვლიოთ მუსლიმი ახალგაზრდების, მოსწავლეების თურქეთში შრომითი მიგრაციის პროცესი, რაც ტერორისტულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებში მათი გადაბირების რისკს ზრდის. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ეხებოდა აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შრომითი მიგრაციის პრობლემების შესწავლას და ეს საფრთხე გამოიკვეთა. ასევე, არ ჩატარებულა და აუცილებელია განხორციელდეს რელიგიური სკოლა-პანსიონების სასწავლო კურიკულუმების ანალიზიც, რადგან მათი შინაარსი ეროვნულ სასწავლო გეგმას საერთოდ არ შეესაბამება“.
სოციოლოგიური კვლევა „ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში“ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა თურქეთში, ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (EჭMI)-ის მიერ ორგანიზებულ დახურულ სემინარზე (საქართველო).

ვრცლად

გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის გადარჩენა ჩვენი მთავარი საზრუნავია

თსუ-ის ბაზაზე დღეს 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია და მათი წვლილი მეცნიერების ცალკეული დარგების განვითარების საქმეში საკმაოდ დიდია. ამ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო აქტივობებით, სამეცნიერო კვლევების სიმრავლითა და „საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით გამოირჩევა მდიდარი ტრადიციების მქონე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი. მას არსებობის 92 წლოვანი ისტორია აქვს და, მიუხედავად ახლო წარსულში შექმნილი მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებისა, ღირსეულად აგრძელებს თავის საქმიანობას. 
ინსტიტუტის საქმიანობის, გეგმების, წარმატებებისა და პრობლემების შესახებ გვესაუბრება ინსტიტუტის დირექტორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი თამარ წუწუნავა.

ინტერვიუ

– ქალბატონო თამარ, გეოლოგიის ინსტიტუტის წარმატებულ საქმიანობასა და საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კოლექტივის მაღალი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომა. რა გზა გამოიარა ინსტიტუტმა, სანამ ასეთ წარმატებას მიაღწევდა?
– გეოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა პროფესორ ალექსანდრე ჯანელიძის ინიციატივით 1925 წლის 25 დეკემბერს. იგი გახდა გეოლოგიური პროფილის პირველი სამეცნიერო დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირში. ინსტიტუტმა იგივე გზა განვლო, რაც ყველა სხვა სამეცნიერო კვლევითმა დაწესებულებამ – 1941 წლიდან ინსტიტუტი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 2006 წლიდან ექვემდებარებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო 2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია. 
ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა იმთავითვე მიმდინარეობდა გეოლოგიის დარგის ფართო სპექტრით. გასული საუკუნის 40-იან წლებში ინსტიტუტში უკვე არსებობდა 15 ლაბორატორია,¬¬ საშლიფე და მექანიკური სახელოსნოები. ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შეიქმნა უნიკალური პალეონტოლოგიური მუზეუმი, რომელშიც ინახება მრავალი წლის განმავლობაში მონოგრაფიულად შესწავლილი და გამოქვეყნებული 130 კოლექცია. ინსტიტუტს აქვს მდიდარი (მათ შორის უნიკალური გამოცემებიც) სპეციალური ბიბლიოთეკა. იმ დროისთვის, ინსტიტუტში უკვე ჩამოყალიბდა თვითმყოფადი ქართული გეოლოგიური სკოლა, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ სკოლად ითვლებოდა საბჭოთა სივრცეში. 1932 წლიდან ინსტიტუტი საკუთარ პერიოდულ ნაბეჭდ პროდუქციას გამოსცემს.
გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, ინსტიტუტის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში, როგორიცაა: ტრანსკავკასიური რკინიგზის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰ-დენისის გაზსადენის ტრასების და ჰიდროელექტროსადგურების გეოლოგიური და სეისმოტექტონიკური პირობების დადგენა, მსხვილი სამშენებლო ობიექტების გეოეკოლოგიური პირობების განსაზღვრა და სხვა; ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შედგენილია კავკასიონისა და საქართველოს სხვადასხვა დატვირთვისა და მასშტაბის მქონე საერთაშორისო რუკების ციფრული ვერსიები (ქართულ და უცხოურ ენებზე); ინსტიტუტი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული ატლასის შედგენაში, თიხა-ფიქლებიდან ბუნებრივი აირის მოპოვების კონცეფციის შექმნაში, საქართველოს სეისმური უსაფრთხოებისა და გეოეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციების მომზადებაში. დღეისთვის ინსტიტუტში მიმდინარეობს საქართველოს ლითონური და არალითონური საბადოების გეოლოგიის კვლევა; სამრეწველო ათვისების მიზნით, შეისწავლება მიწისქვეშა წყლების რესურსები, მათი ჰიდროქიმია და ეკოლოგია; ხდება წყლის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვ. ინსტიტუტის მეცნიერების მიერ მოპოვებულია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტი. თანამშრომლებს მიღებული აქვთ სახელმწიფო და სახელობითი პრემიები და ჯილდოები. მათი ნაწილი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო თემებს. 
გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ქართველ მეცნიერ-გეოლოგთა მიღწევები დიდი და მნიშვნელოვანია. გეოლოგიის ინსტიტუტის რამდენიმე თაობის მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ვიქტორ ხაინის აზრით: „ძნელია შეაფასო ქართული გეოლოგიური სკოლის, მისი სამი თაობის მიერ არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მთელი ალპურ-ჰიმალაური სარტყლის გეოლოგიაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობა“.
– რა სამეცნიერო პროგრამებზე მუშაობთ?
– 2016 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომლები მუშაობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 10-წლიანი პროექტზე – „საქართველოს დედამიწის ქერქის აგებულების, შედგენილობისა და ტექტონიკური დეფორმაციების კვლევა და მადანწარმოშობის კანონზომიერებათა გამოვლენა კავკასიის გეოდინამიკურ ევოლუციასთან კავშირში“. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს 5 მიმართულებით. გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ინსტიტუტი აგრძელებს გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებს: გრძელდება საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეულის სპეციფიკური დეტალიზებული, მსხვილმასშტაბიანი ციფრული რუკების შედგენა; მიმდინარეობს თბილისის მიდამოების ახლად წარმოქმნილი რღვევების შესწავლა სეისმურ დარაიონებასთან დაკავშირებით; უზრუნველვყოფთ გეოტურისტული მეგზურების შედგენას საქართველოს ტერიტორიისთვის და სხვ.


– რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს გეოლოგიის ინსტიტუტი?
– ნება მომეცით, ცოტა უკან, წარსულში დავბრუნდე. არ გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ხანგრძლივი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ნეგატიურად აისახა ინსტიტუტის განვითარებაზე. წლების განმავლობაში ინსტიტუტის ბიუჯეტი მხოლოდ მწირ ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებს ითვალისწინებდა. შესაბამისად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და, რაც მთავარია, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ. ეს ის პერიოდი იყო, რომელიც როგორმე უნდა გადაგვეტანა, რათა მომავალში მუშაობა გაგვეგრძელებინა და დღემდე მოვსულიყავით. მოგვიანებით, ინსტიტუტი კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დადგა: 2012 წელს გეოლოგიის ინსტიტუტის შენობა გაიყიდა. ინსტიტუტი პირვანდელი შენობიდან პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის შენობაში გადაიყვანეს, სადაც იგი დღემდე იმყოფება. ინსტიტუტი განთავსდა მისთვის შეუთავსებლად მცირე ფართობის, მწყობრიდან გამოსული და უმეტესად სამუშაოდ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ყოფილი ქიმიური ლაბორატორიების ოთახებში. გარდა ამისა, დემონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცესში მნიშვნელოვნად დაზიანდა ან საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან მთელი რიგი ხელსაწყო-დანადგარები და აპარატურა, დაზიანდა ინსტიტუტის მდიდარი ბიბლიოთეკის ნაწილი. გადაუჭარბებლად მოგახსენებთ, რომ ინსტიტუტი განადგურების პირას აღმოჩნდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა (დახმარებისთვის წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ მივმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თსუ-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას), დახმარება ვერსაიდან მივიღეთ. ამ უმძიმეს პირობებშიც კი ინსტიტუტი აგრძელებდა მუშაობას. მე მადლობას ვუხდი ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს იმ გამძლეობისთვის, თავდადებისა და ენთუზიაზმისთვის, რაც მათ ამ პერიოდში გამოავლინეს. შედეგიც დადგა – მიუხედავად რიგი შემორჩენილი პრობლემისა, ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს. მეტსაც გეტყვით, გარდა მიმდინარე სამეცნიერო პროექტისა, დარგის წინაშე გაჩენილი გამოწვევების კვალდაკვალ, ინსტიტუტი მუშაობს ახალი, აქტუალური სამეცნიერო თემატიკის შექმნაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ და დაეფუძნება საკითხების თანამედროვე დონეზე შესწავლასა და პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრას. ჩვენ ვცდილობთ, რომ თანამშრომელთა მიერ შემოთავაზებულ ყველა ინოვაციურ თუ საინტერესო წინადადებას ან პროექტს სამეცნიერო საბჭოში მოსმენისა და განხილვის უფლება მივცეთ და, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ მათ დაფინანსებას. ასევე, ვცდილობთ, საქმიანი ურთიერთობა გვქონდეს გეოლოგიის დარგის ყველა სტრუქტურასთან.
ამჟამად, გეოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობს 12 მეცნიერებათა დოქტორი (მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 5 წევრი) და 24 მეცნიერებათა კანდიდატი/აკადემიური დოქტორი. ტრადიციულად ინსტიტუტში იზრდებიან ახალგაზრდა კადრები. მას შემდეგ (2015 წლიდან), რაც საგრძნობლად გაიზარდა ინსტიტუტის ბიუჯეტი, გარემონტდა რამდენიმე სამუშაო ოთახი და სველი წერტილი, გარემონტდა და მოეწყო 4 ლაბორატორია, შევიძინეთ ხელსაწყო-დანადგარების თანამედროვე მოდელები, უახლესი ტიპის საშლიფე დაზგა, ანალიტიკური აპარატურა. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული – გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია, სადაც ანალიტიკური კვლევები მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ ლაბორატორიას აქვს არა მარტო სამეცნიერო დანიშნულება, არამედ იგი საუკეთესო სასწავლო-პრაქტიკულ ბაზას წარმოადგენს. ინსტიტუტის ხელმძღვანელობა მუდმივად აფინანსებს მეცნიერ-თანამშრომლებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია სახსრებით საველე სამუშაოების ჩასატარებლად. რეგულარულად იმართება სამეცნიერო სემინარები. ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თსუ-ის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში. 
ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების (49 მეცნიერ-თანამშრომელი) აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაზე მიუთითებს ბოლო 3 წლის მონაცემები: მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ მიღებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან 7 და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებისგან 5 გრანტი; განხორციელდა 31 სამეცნიერო კვლევა; საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 73 სტატია, 2 საერთაშორისო ციფრული რუკა, 5 მონოგრაფია, 1 ლექსიკონი; თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 102 საერთაშორისო კონფერენციაში; მიღებულია 2 პატენტი; მეცნიერთა ციტირების ჯამური მაჩვენებელია 2951. 
– რა მისცა გეოლოგიის ინსტიტუტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრაციამ?
– თსუ-ის სტრუქტურაში გაერთიანება ინსტიტუტებისთვის, მთლიანობაში, პოზიტიური მოვლენა იყო. ვეთანხმები პოზიციას, რომ მეცნიერება და განათლება არ უნდა იმიჯნებოდეს. დღეს ყველა პატარა ორგანიზაციას სჭირდება ძლიერი და ავტორიტეტული „ქუდი“, რომელიც დაიცავს მის უფლებებს, ხელს შეუწყობს განვითარებაში და დაეხმარება პრობლემების გადაჭრაში. მინდა გითხრათ, რომ დღესაც გვიდგას ძალიან სერიოზული პრობლემა იმ ფართობთან დაკავშირებით, სადაც განთავსებულია გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია, რომლის შექმნაზე ინსტიტუტის ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა. 
ვთვლი, რომ უნივერსიტეტის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ანალიტიკურ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს გააჩნიათ. მაგალითად, უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის დამყარებაში შესაძლებელს გახდის, მათი შეკვეთების შესრულების გზით, გაიზარდოს თსუ-სა და ინსტიტუტის ეკონომიკური შემოსავლები.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ მომსახურებათა საკმაოდ ვრცელ ნუსხას, რომელიც ალ. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტს შეუძლია შესთავაზოს საწარმოებს და სხვა დარგობრივ უწყებებს. 
– სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც ვისაუბროთ...
– უპირველესი ამოცანა, რაც ამჟამად ინსტიტუტის წინაშე დგას, არის ინსტიტუტის ბოლო პერიოდის მონაპოვარის – გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის გადარჩენა. სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხერხდება, ცოტა ხნით მოგვიწევს ჩვენი საკმაოდ ამბიციური გეგმების გადადება და ყოველივეს თავიდან შექმნა. ვნახოთ, რა მოხდება და შემდეგ ვისაუბროთ მომავალ გეგმებსა და პროექტებზე.

ვრცლად

ვლადიმერ პაპავა: დაგროვებითი საპენსიო სისტემის ასამუშავებლად იძულებითი წესის კომპონენტის შემოღება მიზანშეწონილია

საქართველოში არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის – ასაკით პენსიონერთათვის, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ეს მექანიზმები მაინც შეზღუდული რჩება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ეს პრობლემა, მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმით, რომ საპენსიო ასაკში მყოფთა ძირითად შემოსავალს (უმრავლეს შემთხვევაში ერთადერთ შემოსავალს) სახელმწიფო პენსია წარმოადგენს. სახელმწიფო პენსიის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს პენსიონერის საარსებო მინიმუმს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ სახელმწიფო პენსია სოციალური დახმარების ხასიათს ატარებს, რაც საერთაშორისო არსებული პრაქტიკაა და, შესაბამისად, იგი თანაბარია ყველა ასაკის პენსიონერისათვის. გარდა აღნიშნული სოციალური შედეგებისა, სახელმწიფო პენსიის რეტროსპექტრული ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო პენსიის ზრდა ხორციელდებოდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით და არ ეფუძნებოდა რაიმე მკაფიოდ განსაზღვრულ წესს ან პრინციპს, შესაბამისად, შეუძლებელი გახდება ამ სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ შეიქმნას დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც თითოეულს მისცემს შესაძლებლობას, რომ, სახელმწიფო პენსიასთან ერთად, დამატებით შექმნას გარკვეული დანაზოგი საკუთარი საპენსიო ასაკისათვის, ამასთან ამ პროცესში მას დაეხმარება როგორც დამსაქმებელი, ასევე სახელმწიფო. სისტემის ძირითადი პრინციპი მარტივია: დასაქმებული სპეციალურ საპენსიო ფონდში მის საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს, რაზეც სახელმწიფო და დამსაქმებელი ასევე დაუმატებს 2-2%-ს ანუ, ჯამში, ხელფასის აღებისას, დამსაქმებლის ხელფასის 6% მიემართება მის საკუთარ ანგარიშზე. თუკი პიროვნება არ არის 40 წელზე მეტი ასაკის, სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო მეტი ასაკის ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითია. აღნიშნული თანხა, რომელიც გროვდება მონაწილის ანგარიშზე, ინვესტირდება სხვადასხვა საშუალებებით და ასევე ახდენს შემოსავლის დაგენერირებას, შესაბამისად, მოქალაქეს საპენსიო ასაკში ანგარიშზე დახვდება მნიშვნელოვნად მეტი თანხა, ვიდრე მან შენატანების სახით განახორციელა.
რას გულისხმობს დაგეგმილი რეფორმა და მოგვიტანს თუ არა ის რეალურ კეთილდღეობასა და უზრუნველ სიბერეს – სწორედ ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს გვიზიარებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ-ის პროფესორი ვლადიმერ პაპავა.

 

თვალსაზრისი

ვლადიმერ პაპავა, თსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი:
– დაგროვებითი პენსია მიღებული ფორმაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში, რითაც ადამიანი თავის სიბერეს უზრუნველყოფს. დაგროვებითი პენსიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, თავისი საქმიანობის პერიოდში, დასაქმებული ყოველთვიურად გარკვეული თანხას რიცხავს საპენსიო ფონდში და როდესაც საპენსიო ასაკი მოუწევს, ამ დაგროვილ თანხებს უკან იბრუნებს. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა უნდა განთავსდეს სხვადასხვა მომგებიან ქაღალდებში და მომგებიან ოპერაციებში, რომლის შედეგად, ადამიანი, რომელიც საკუთარ დანაზოგს საპენსიო ფონდს ანდობს, იღებს არა უბრალოდ იმ თანხის ჯამს, რომელიც საპენსიო ფონდს გადაუხადა, არამედ ამ თანხის გაზრდილ რაოდენობას. თანხის გაზრდის საფუძველი არის ის მომგებიანი ოპერაციები, რომლებშიც საპენსიო ფონდი ამ თანხას განათავსებს. ეს არის კლასიკური სქემა.
პრობლემა გახლავთ ის, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კულტურა არ არსებობდა, ვერ ელევა თავის შემოსავლებიდან ვერც ერთ თეთრს და, როგორც წესი, არ დებს ფულს დაგროვებით საპენსიო სქემაში. საქართველოში ეს სქემა უკვე დიდი ხანია არსებობს, არსებობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებითაც მუშაობენ, მაგრამ ადამიანები, პრაქტიკულად, საკუთარ სიბერეს ნაკლებად აზღვევენ. ასეთ ვითარებაში კი საჭიროა იძულებითი კომპონენტის შემოტანა, როდესაც სახელმწიფო აიძულებს ადამიანს – გარკვეული თანხა თავისი სიბერის თვითუზრუნველყოფისათვის გადადოს. ეს სქემა საჭიროა, რათა თანდათან ჩამოყალიბდეს სიბერის თვითუზრუნველყოფის გარკვეული კულტურა. მაგალითისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა გავიხსენოთ. ეს კულტურა, ბოლო წლებია, რაც განვითარდა, თორემ თავიდან სადაზღვევო კომპანიებით ხალხი ნაკლებად სარგებლობდა. თანდათანობით გამოჩნდა გარკვეული კომპონენტები, რომლებიც იძულებით აზღვევდნენ მომსახურე პერსონალს. დღეს ეს უკვე იმდენად გავრცელებული ფორმაა, რომ ადამიანები თვითონ ეძებენ – რომელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია დააზღვიოს მისი ჯანმრთელობა.
საქართველოში დიდი ხანია მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ დაგროვებითი პენსიის სქემა ამოქმედებულიყო, მაგრამ ახლა, მეტ-ნაკლებად რეალისტური ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა. საქმე იმაში გახლავთ, რომ არასდროს არ არსებობდა პოლიტიკური ნება – ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ. შევარდნაძის მთავრობას ეს უჭირდა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ მთავრობას სულ სხვა მიდგომა ჰქონდა: თვითონ ადამიანმა გადაწყვიტოს – უნდა მას ეს თუ არა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ადამიანი ამას ვერასდროს გადაწყვეტს, თუ იძულების ელემენტი არ გაჩნდა და გარკვეული გამოცდილება არ შეიქნა. ხოლო გამოცდილება არ შეიქმნება, თუ ადამიანებმა ეს სქემა არ გამოიყენეს და მერე აქედან გარკვეული სიკეთე არ მიიღეს. სახელმწიფოს მხრიდან იძულება, ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გამოცდილება დაგროვდეს. იძულებითი წესის კომპონენტის შემოღება მიზანშეწონილია, რათა ადამიანებს ეს კულტურა ჩამოუყალიბდეთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: შედეგი რომ დაინახო, სულ ცოტა, 20-30 წელი უნდა გავიდეს. ადამიანი შრომით საქმიანობას, დაახლოებით, ოცი წლის შემდეგ იწყებს და პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე ათეული წელი უნდა იმუშაოს. ამ პერიოდში საკმაო თანხა გროვდება, მით უმეტეს, როცა საპენსიო ფონდები ამას კარგად განათავსებენ. ამ ეფექტის ნახვას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ადამიანს ძნელად წარმოუდგენია 40 წლის შემდეგ რა იქნება, ამიტომ არის იძულებითი ელემენტი შემოსატანი...
აღსანიშნავია, რომ იძულებითი საპენსიო სქემის ამოქმედებაში მთელი საზოგადოება ვერ ჩაერთვება, ვინაიდან ის ადამიანები, რომლებიც უკვე 40 წელს გადაცილებულნი არიან, ეს სქემა მათთვის, უბრალოდ, აზრს მოკლებულია, რადგან საჭირო ოდენობის თანხის დაგროვებას ვერ მოასწრებენ. დღეს, რასაც პენსიის სახით ვიღებთ, სინამდვილეში არ არის პენსია. ეს არის შემორჩენილი სახელი საბჭოური წარსულიდან. პენსია არის ის დაგროვებული თანხა, რითაც სიბერეში საკუთარ თავს უზრუნველყოფ. დღევანდელი პენსია, უბრალოდ, სოციალური დახმარებაა გარკვეული ასაკის მიღწევის შემთხვევაში.

ვრცლად

რა ბერკეტები აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ენის დაცვისთვის?

27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, პროფესიით ფილოლოგი გიორგი ალიბეგაშვილი. იგი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სწორედ დეპარტამენტის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს კანონის ამოქმედება, დეპარტამენტის სტრუქტურის ჩამოყალიბება, დებულების დამტკიცება, კადრების შერჩევა.
რა ფუნქციები ექნება დეპარტამენტს კანონის შესაბამისად? რა უშლიდა ხელს აქამდე დეპარტამენტის შექმნას და რა ბერკეტები ექნება ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, დაცვისთვის? ამ საკითხებზე გვესაუბრება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის თანაავტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:


– ბატონო გიორგი, რა ეტაპები გაიარა საქართველომ, ვიდრე სახელმწიფო ენის შესახებ კანონს მიიღებდა, რით იყო ამ კანონის მიღება განპირობებული?
– საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეყანა ენობრივი თვალსაზრისით. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, გვერდით ქვეყანაში არსებობს მრავალი სხვა ენაც. ვისაც ახსოვს, დამეთანხმება, რომ საბჭოთა პერიოდში ტრაბახობდნენ, თბილისში 80 ენაზე ლაპარაკობენო. არავინ იცის, მართლა ამდენ ენაზე მეტყველებდნენ თუ არა დედაქალაქში, მაგრამ ძალიან ბევრ ენაზე რომ ლაპარაკობენ, ცხადია. ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველა ენას (დიდსა თუ მცირეს) უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი და ფუნქცია, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ქართულის ხარჯზე. ამის დარეგულირების ერთადერთი სერიოზული საშუალება კი იყო ენის კანონი და ამიტომ 90-იან წლებში დაიწყო ფიქრი ამ კანონის შექმნაზე.
სხვათა შორის, ამავე 90-იან წლებში ენის კანონი შეიქმნა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ენის კანონი არსებობს მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ამით რეგულირდება ენობრივი ურთიერთობები, ენობრივი პოლიტიკა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 90-იანი წლების დასაწყისში, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა ენის კანონზე. 1995 წელს საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნა ქართული ენის სახელმწიფო კომისია, რომელმაც განაგრძო ენის კანონის შემუშავება. შემდგომ, 1997 წლიდან, უკვე ჩამოყალიბდა ენის პალატა ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით და მან გადაიბარა ეს საქმე. ასე იქმნებოდა „ენის კანონი“, რომელიც განიხილებოდა ქართული ენის სახელმწიფო კომისიაზე. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს იყო „ენის კანონი“ და არა „სახელმწიფო ენის კანონი“; მასში საუბარი იყო საქართველოში არსებული ყველა ენის ფუნქციაზე, მნიშვნელობაზე, როლზე, ენათა ურთიერთმიმართებაზე და ა.შ. ეს კანონი 2003 წელს განსახილველად გადაეცა პარლამენტს, თუმცა, ცნობილი მოვლენების შემდეგ, ის სადღაც გაქრა და პარლამენტში კვალსაც ვეღარ მივაგენით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ წინა ხელისუფლების დროს დაიკარგა არათუ ეს კანონი, არამედ გაუქმდა, რაც კი არსებობდა ქართულ ენასთან დაკავშირებული – პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია, ენის სახელმწიფო პალატა, პარლამენტში ქართული ენის ქვეკომისია... ასევე დაიხურა ყველა ტელე და რადიო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელში, დაიხურა ისეთი გამოცემები, როგორიც იყო: „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, „ბურჯი ეროვნებისა“ და ა.შ. ამ პერიოდამდე ქართული ენის სწავლება სავალდებულო იყო ყველა უმაღლეს სასწავლებელში ყველა სპეციალობაზე. სამწუხაროდ, ესეც დამთავრდა... პრობლემები შეექმნა ქართულის სწავლებას სკოლებში... დაკნინდა ქართული ენის როლი საყოფაცხოვრებო სფეროში... ასე რომ, 2004 წლიდან მოყოლებული ქართულ ენას ქვეყანაში შავი დღე დაუდგა...
2012 წლის არჩევნების შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ინიციატივითა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, აკადემიკოს ივანე კიღურაძის თაოსნობით, მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა კომისია, რომელმაც დაიწყო სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის შემუშავება. კომისიაში იყვნენ: თამაზ გამყრელიძე (თავმჯდომარე), მზექალა შანიძე, გუჩა კვარაცხელია, ავთანდილ არაბული, ჯონი ხეცურიანი, ვაჟა შენგელია, ლევან ღვინჯილია, როინ მეტრეველი და მე, თქვენი მონა-მორჩილი. კომისიამ დიდხანს იმუშავა და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იყო – შეგვემუშავებინა კანონი სახელმწიფო ენის შესახებ; ანუ კანონმდებლობით განსაზღვრულიყო სახელმწიფო ენის როლი, ფუნქცია, მნიშვნელობა; სახელმწიფო ენა დაეცვა კანონს. ამის შემდეგ უკვე სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით მოგვარდებოდა არასახელმწიფო ენების საქმეც.
2013 წელს ეს კანონპროექტი განსახილველად შევიდა პარლამენტში. მასზე მსჯელობა მიმდინარეობდა თითქმის ორი წლის განმავლობაში. კანონპროექტი განიხილა პარლამენტის ყველა კომიტეტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ევროპის შესაბამისმა უწყებებმა.; ვენეციის კომისიის დასკვნაც კი გვქონდა. საბოლოო ჯამში, როცა ყველა დონეზე მივაღწიეთ შეთანხმებას, 2015 წლის 22 ივლისს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“.
ეს არის, ჩემი აზრით, იურიდიულად და პოლიტიკურად გამართული საკმაოდ ლიბერალური და საინტერესო კანონი... ესეც ვთქვათ: ზოგიერთი ქვეყნის ენის კანონში საკმაოდ მკაცრი სანქციებია კანონის დარღვევაზე. მაგალითად, საფრანგეთის ენის კანონი ტელევიზიებს, კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობას უჩერებს... არის ძალიან მაღალი ჯარიმებიც... ჩვენ ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ ამგვარი ღონისძიებებისაგან; ჩვენს კანონს აქვს მთავარი ღირსება – ის იცავს სახელმწიფო ენას!
– რა კავშირშია კანონი ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან და რატომ ვერ მოხერხდა აქამდე დეპარტამენტის შექმნა?
– ამ კანონის ამოქმედებას აქვს წინაპირობა – გარდამავალ დებულებაში წერია, რომ უნდა შეიქმნეს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს ამ კანონის ამოქმედებას. ეს დეპარტამენტი უნდა შექმნილიყო 2016 წლის 1 თებერვლიდან. კანონი ავალდებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ დანიშნოს დეპარტამენტის თავმჯდომარე, შექმნას დეპარტამენტი, დაამტკიცოს დეპარტამენტის დებულება, მისი სტრუქტურა... კანონი ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს, რომ ამ დეპარტამენტის ხარჯები ბიუჯეტის კანონში იქნეს გათვალისწინებული. სხვათა შორის, 2016 წელს ბიუჯეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დაფინანსება გათვალისწინებული იყო...
ჩვენდა სამწუხაროდ, ისე ჩაიარა 2016-მა და 2017-მა წლებმა, რომ დეპარტამენტი არ შეიქმნა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც დეპარტამენტის შექმნის დაჩქარების მოთხოვნით, რადგან კანონის აღსრულება გვიანდებოდა, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ – უარი არავის უთქვამს, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა. დღეს, უკვე 2 წლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი ალიბეგაშვილი და 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება დეპარტამენტის დაფინანსების ხარჯები... სწორედ ამაზე იტყვიან, სჯობს გვიანო...
– რა ბერკეტები ექნება სახელმწიფო დეპარტამენტს ენის დაცვისთვის?
– პირველ ყოვლისა, ამ დეპარტამენტში უნდა შეიქმნეს ექსპერტთა კომისია, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს; უნდა მოხდეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა შემუშავება, განხილვა, დადგენა და მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა. ამის შემდეგ მან უნდა გაუწიოს კონტროლი ენის ნორმების დაცვას...
გარდა ამისა, არსებობს ქართული ენის სწავლებასა და შესწავლასთან დაკავშირებული პრობლემები – როგორ ვასწავლით, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დამთავრებული დოქტორანტურით? რა როლი უნდა ჰქონდეს სწავლებაში ქართულ ენას? გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დიდი ყურადღება ეთმობოდა ქართული ენის სწავლებას. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია მოიშალა და დღეს უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში ენისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. სკოლებში ქართული ენა, როგორც დამოუკიდებელი საგანი, აღარ ისწავლება... სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინათ თქვენს გაზეთშიც გამოვაქვეყნე წერილი, რომელშიც ვწერდი, რომ ქართული ენა უნივერსიტეტში პრიორიტეტული აღარ არის. ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლებაში სერიოზული პრობლემებია; შედეგები აქამდე არც ამ წერილს მოჰყოლია... კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ქვეყანაში ქართული ენის სწავლების მოგვარებასაც ითვალისწინებს.
ერთი მხარეა ენის სწავლება და მეორეა მისი მეცნიერული შესწავლის საკითხი, ამ დეპარტამენტმა ამასაც უნდა მიაქციოს ყურადღება.
– არის თუ არა კანონით გათვალისწინებული ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, სწავლებისთვის ხელშეწყობა არაქართულენოვან მოსახლეობაში?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რისთვისაც უნდა შემუშავდეს ერთიანი ენობრივი პოლიტიკა. დეპარტამენტის ფუნქციაა, რომ შეიმუშაოს ქართული ენის სწავლების პროგრამები. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი, რადგან გვაქვს რეგიონები, სადაც სახელმწიფო ენას ძალიან უჭირს. მსოფლიო რომ მოიაროთ, თქვენ ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო ენის ფუნქცია ასე იგნორირებულია, როგორც ზოგიერთ რეგიონში. მოივლი მთელ რიგ ადგილებს საქართველოში და ქართულ წარწერას ვერ დაინახავ, ქართულ სიტყვას ვერ გაიგონებ. შეგხვდება ჩვენი თანამოქალაქე და ქართულად ვერას გააგებინებ... ჩვენ შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ ეროვნული თვალსაზრისით ისეთი საინტერესო ქვეყნებისგან, როგორებიც არიან ისრაელი, თურქეთი... ჩვენც ისე უნდა ვუპატრონოთ სახელმწიფო ენას, როგორც სხვები პატრონობენ... კანონი ამასაც შეგვახსენებს და გვავალდებულებს.
აქ დგას კიდევ ერთი საკითხი – როცა დადგება სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობის საკითხი, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი არაქართულენოვან მოსახლეობას, შეასწავლოს სახელმწიფო ენა; უნდა შეიქმნეს პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც სჭირდება კადრები, მოძიებული უნდა იქნეს თანხები, რომ მასწავლებლებს შრომა რიგიანად აუნაზღაურდეთ, უნდა დაიწეროს სახელმძღვანელოები, რომლითაც მსურველებს სწავლა გაუადვილდებათ. გარდა ამისა, ვინც ამ რთულ რეგიონებში წავა, უნდა დავაინტერესოთ გარკვეული შეღავათებით. ისე არ გავიგოთ, რომ ამ მხრივ არაფერი კეთდებოდა და არაფერი კეთდება; მეტია საჭირო... კანონი სწორედ ამას ითვალისწინებს.
– როგორ ფიქრობთ, შეძლებს ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი ესოდენ მძიმე და საშური საქმის გაძღოლას?
– გიორგი ალიბეგაშვილს ცოდნა და გამოცდილება არ აკლია. გონივრული მიდგომაა საჭირო, რომ არ ჩაიშალოს დაწყებული საქმე. კანონი უკვე გვაქვს, რაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს! მაგრამ ეს არაა საკმარისი: რამდენი ხანია არსებობს რეკლამის კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი და ა.შ., მუშაობს ის პუნქტები, რომელიც ენას ეხება ისე, როგორც უნდა მუშაობდეს? – არა! ეს ბედი რომ არ ეწიოს სახელმწიფო ენის კანონსაც, საჭიროა კანონმდებლობის მიხედვით აეწყოს საქმე...
ვიმეორებ, კანონი რომ ამოქმედდეს, კანონმა რომ სწორად იმუშაოს, დეპარტამენტმა რომ თავისი საქმე გააკეთოს, ამაში ხელი უნდა შეუწყოს ტელევიზიებმა, გაზეთებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, რომლებიც ასევე პასუხისმგებლები არიან ქალაქის ენობრივ იერ-სახეზე... ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ დედაენისათვის... 
სანამ ჩვენი თვითშეგნება არ მივა იქამდე, რომ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად გვჭირდება სახელმწიფო ენის პატრონობა, სანამ გვგონია, რომ „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ მხოლოდ ლამაზი პოეტური ფრაზაა, სანამ იმას არ გავიაზრებთ, რომ „მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“, არაფერი შეიცვლება. ცვლილებებისთვის კი ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობაა საჭირო.
ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს!.

ვრცლად

სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბის პრო­ფი­ლი­რე­ბი­სა და მი­სი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის შე­სა­ხებ

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი ხში­რად ით­ხო­ვენ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას იმ მიზ­ნით, რომ მათ ფარ­გ­ლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი უფ­რო მოთ­ხოვ­ნა­დე­ბი გახ­დ­ნენ შრო­მის ბა­ზარ­ზე. ამ კად­რებს უნ­და გა­აჩ­ნ­დეთ რო­გორც პრო­ფე­სია, ისე სპე­ცი­ა­ლო­ბა, რაც დამ­საქ­მე­ბელს ხელს შე­უწ­ყობს მათ­თ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი პო­ზი­ცი­ის შერ­ჩე­ვა­ში. უპ­რო­ფი­ლო, ზო­გა­დი მომ­ზა­დე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სამ­სა­ხუ­რის პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მოთ­ხოვ­ნებს და ხში­რად უარს ეუბ­ნე­ბი­ან სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა­ზე. პრო­ფი­ლი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე-3 და მე-4 კურ­სებ­ზე სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მო­დუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა მაპ­რო­ფი­ლე­ბე­ლი საგ­ნე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრე­დი­ტე­ბის გა­მო­ყო­ფით. ასე­თი მო­დუ­ლუ­რი სის­ტე­მით შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ში­ნა­არ­სი­სა და სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე „მე­ო­ჯო­რე­ბის“ და „მა­ი­ნო­რე­ბის“ კომ­ბი­ნი­რე­ბით პრო­ფე­სი­ე­ბის ისე­თი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ მე­ტი მოთ­ხოვ­ნა შრო­მის ბა­ზარ­ზე. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მა­შინ, თუ­კი ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სწავ­ლე­ბის პირ­ვე­ლი 2 წე­ლი და­ეთ­მო­ბა პრო­ფე­სი­ის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბას, ხო­ლო შემ­დე­გი 2 წე­ლი – პრო­ფე­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბას.

ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ხა­რის­ხი უნ­და ჰქმნი­დეს და­საქ­მე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვებს

ოთ­ხ­წ­ლი­ა­ნი სწავ­ლის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს უნ­და უქ­მ­ნი­დეს უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის­თ­ვის შე­სატ­ყ­ვი­სი სრულ­ყო­ფი­ლი და­საქ­მე­ბის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის პერ­ს­პექ­ტი­ვებს. თუ ბა­კა­ლავრს არ აქვს მო­მა­ვალ­ში სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი მუ­შა­ო­ბის გან­ზ­რახ­ვე­ბი, მა­შინ ეს ხა­რის­ხი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი უნ­და იყოს მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლე­ფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად 4 წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხუ­რის სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა და პრაქ­ტი­კა­ზე მი­სი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, რო­გორც წე­სი, ად­გი­ლი აქვს მის ხე­ლოვ­ნურ, გა­უ­მარ­თ­ლე­ბელ დაკ­ნი­ნე­ბას და სრულ­ყო­ფი­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ აზ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ეს არას­წო­რია, ვი­ნა­ი­დან, ერ­თი მხრივ, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში მი­ღე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა დიდს ვე­რა­ფერს სძენს სამ­სა­ხუ­რებ­ში პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, მა­გის­ტ­რა­ტუ­რის­თ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტ­თა კონ­ტინ­გენ­ტის შეზ­ღუ­დუ­ლი კვო­ტე­ბის გა­მო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბა­კა­ლავ­რე­ბის მხო­ლოდ 30%-ს გა­აჩ­ნია სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხო­ლო მა­თი და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კი – 70% - (რო­მელ­თა­გან ძა­ლი­ან ბევ­რი არის მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მქო­ნე) წარ­მო­ად­გენს „პრო­ფე­სი­უ­ლი არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სით“ დათ­რ­გუ­ნუ­ლი კად­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, მა­თი სტა­ტუ­სი ხე­ლოვ­ნუ­რად რომ არ ყო­ფი­ლი­ყო დაბ­ლა და­წე­უ­ლი. ასე­თი რამ არა­ჰუ­მა­ნუ­რია, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლია, და­უშ­ვე­ბე­ლია და უნ­და გა­მოს­წორ­დეს.

გა­ნათ­ლე­ბის უც­ხო­უ­რი ნი­მუ­შე­ბის გად­მო­ღე­ბა ყო­ველ­თ­ვის გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი არ არის

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის უც­ხო­უ­რი ნი­მუ­შე­ბის უკ­რი­ტი­კო გად­მო­ღე­ბის ჩვენ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ყო­ველ­თ­ვის გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად არ უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს. ამა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აღი­ნიშ­ნე­ბა მათ მი­ერ პრო­ფე­სი­ი­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა­ში. კერ­ძოდ, ერ­თი მხრივ, პრო­ფე­სი­ად ით­ვ­ლე­ბა ის სფე­რო, რო­მელ­შიც კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს ენი­ჭე­ბა ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი. ეს სფე­რო, რო­გორც წე­სი, არის ძა­ლი­ან ზო­გა­დი და მრა­ვალ­დარ­გობ­რი­ვი, რაც სა­ეჭ­ვოდ ხდის მის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბას და მარ­თე­ბუ­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­ტე­გო­რი­ას, რო­მელ­შიც კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს ენი­ჭე­ბათ სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი (პროფე­სია), გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის 10-ზე მე­ტი ურ­თუ­ლე­სი დარ­გი, რომ­ლებ­შიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად, თუნ­დაც მცი­რედ გარ­კ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. პრო­ფე­სია შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ დარ­გ­ზე იყოს აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი. მრა­ვალ­დარ­გობ­რი­ვი პრო­ფე­სი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი შეზ­ღუდ­ვე­ბის გა­მო. მე­ო­რე მხრივ, სპე­ცი­ა­ლო­ბად წარ­მო­ად­გე­ნენ იმას, რაც ერთ დარ­გ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბულ პრო­ფე­სი­ას გუ­ლის­ხ­მობს. ე.ი. ად­გი­ლი აქვს გა­უ­მარ­თ­ლე­ბელ ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას გან­ზო­გა­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც სა­ბო­ლო­ოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფა­ნა­ცი­ამ­დე დაყ­ვა­ნის სა­შიშ­რო­ე­ბას შე­ი­ცავს.

ბა­კა­ლავ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის სტრა­ტე­გია უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ეკო­ნო­მი­კურ მოთ­ხოვ­ნებს

უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი შრო­მის ბაზ­რის­თ­ვის ბა­კა­ლავ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის სტრა­ტე­გია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ეკო­ნო­მი­კურ მოთ­ხოვ­ნებს. ამ მოთ­ხოვ­ნებ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა: 1) სწავ­ლა­ში გა­დახ­დილ­მა თან­ხამ უნ­და გა­ა­მარ­თ­ლოს და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ ბა­კა­ლავრს უნ­და გა­უჩ­ნ­დეს შრო­მის ბა­ზარ­ზე მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით სა­მუ­შა­ოს მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; 2) კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბა­კა­ლავ­რე­ბის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფი­ლი უნ­და პა­სუ­ხობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის­თ­ვის იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი; 3) კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს უნ­და ეძ­ლე­ო­დეთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე და მი­სი სტა­ტუ­სი უნ­და იყოს ამაღ­ლე­ბუ­ლი; 4) კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ ბა­კა­ლავ­რებს უნ­და გა­აჩ­ნ­დეთ სამ­სა­ხუ­რებ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სტა­ტუ­სის შე­სა­ფე­რი­სი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის ღირ­სე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი; 5) კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ ბა­კა­ლავ­რებს უნ­და გა­აჩ­ნ­დეთ სწავ­ლის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხუ­რებ­ზე საზ­ღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­თი დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მი­იღ­წე­ვა დიპ­ლო­მის და­ნარ­თ­ში ასა­ხუ­ლი და გა­მარ­თულ სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბით ათ­ვი­სე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბის ერ­თობ-ლი­ო­ბით; ანუ სა­უ­ბა­რია ყვე­ლა იმ მოთ­ხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, რაც დგე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში და რაც სა­ჭი­როდ ით­ვ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის პო­ზი­ტი­ურ გან­ვი­თა­რე­ბის ამო­ცა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.
სამ­სა­ხუ­რე­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა წარ­მო­ად­გენს არა მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გებს, არა­მედ ადა­მი­ან­თა პრაქ­ტი­კუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის სფე­რო­ებს, რომ­ლებ­საც აუ­ცი­ლებ­ლო­ბით არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ სა­მეც­ნი­ე­რო მომ­ზა­დე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი. ყვე­ლა ამ მოთ­ხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბა მო­დუ­ლუ­რი სის­ტე­მით, რომ­ლი­თაც კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეთ სრულ­ყო­ფი­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და მი­სი შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სის მქო­ნე დიპ­ლო­მი. ამის სა­ფუძ­ველ­ზე მათ გა­უჩ­ნ­დე­ბათ ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ადეკ­ვა­ტუ­რი და­საქ­მე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის ღირ­სე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი. 
სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კის და­ხა­სი­ა­თე­ბა ით­ხოვს გა­ფა­რო­ე­ბულ მსჯე­ლო­ბებს პრო­ფე­სი­ი­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბის არ­სის შე­სა­ხებ და მათ შო­რის მი­მარ­თე­ბე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის შე­სა­ხებ. სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლა­ში ხე­ლის შეწ­ყო­ბას­თან ერ­თად კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის­თ­ვის უკე­თე­სი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შექ­მ­ნა­საც გუ­ლის­ხ­მობს. დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ის, რომ მის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სა­გე­ბი გახ­დეს გა­მოც­ხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე პრე­ტენ­დენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფი­ლი. დამ­საქ­მებ­ლე­ბი არ იც­ნო­ბენ მეც­ნიე-რე­ბის დარ­გებს (რომ­ლებ­შიც ხდე­ბა კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა) ისე კარ­გად, რომ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღონ მათ­თ­ვის ადეკ­ვა­ტურ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე. ამ ამო­ცა­ნის სწო­რად გა­დაწ­ყ­ვე­ტა­ში მათ ეხ­მა­რე­ბა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის დიპ­ლომ­ში (დიპ­ლო­მის და­ნარ­თ­ში) საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბი უნ­და იყოს რო­გორც პრო­ფე­სია, ისე სპე­ცი­ა­ლო­ბა. პრო­ფე­სია არის მეც­ნი­ე­რე­ბის რო­მე­ლი­მე ერ­თი დარ­გის შე­სა­ხებ ზო­გა­დი ცოდ­ნის გა­მომ­ხატ­ვე­ლი, ხო­ლო სპე­ცი­ა­ლო­ბა არის პრო­ფე­სი­ა­ში შე­სუ­ლი ქვე­დარ­გის შე­სა­ხებ კონ­კ­რე­ტუ­ლი ცოდ­ნის გა­მომ­ხატ­ვე­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე დარ­გის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მო­ცენ­დეს ერ­თი პრო­ფე­სია, რი­სი სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტე­ბი­თაც არის აღ­სავ­სე რო­გორც ჩვე­ნი, ისე უც­ხო­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბი.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი იყოს რა­ი­მე დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი და არც ერთ პრო­ფე­სი­ას არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­დეს

პრო­ფე­სია წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მომ­ხატ­ველ უმ­თავ­რეს (გვა­როვ­ნულ) კა­ტე­გო­რი­ას. ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მი­სი პრო­ფე­სი­ით გა­ნი­საზ­ღ­ვ­რე­ბა. პრო­ფე­სი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მარ­ტი­ვი და რთუ­ლი. მარ­ტი­ვი პრო­ფე­სი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ათე­უ­ლო­ბით ათასს აღ­წევს, ხო­ლო რთუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით. პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლე დიდ­წი­ლად მას­ში შე­მა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­ნი­საზ­ღ­ვ­რე­ბა. რთუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ის პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სტუ­დენ­ტე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ასე­თი პრო­ფე­სი­ე­ბია: მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფსი­ქო­ლო­გია, სო­ცი­ო­ლო­გია და სხვ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი ფლობ­დეს რო­მე­ლი­მე რთულ პრო­ფე­სი­ას ისე სრულ­ყო­ფი­ლად, რომ მას­ში არ იყოს სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლო­ბის გა­მოკ­ვე­თა, რომ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ათ­ვი­სე­ბა უფ­რო რე­ა­ლის­ტუ­რია და შე­საძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც კეთ­დე­ბა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის დიპ­ლომ­ში და დიპ­ლო­მის და­ნარ­თ­ში საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩა­ნა­წე­რი სპე­ცი­ა­ლო­ბის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე, ეს არის მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვი ჩვე­ნე­ბა. ასე­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი იყოს რა­ი­მე დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი და არც ერთ პრო­ფე­სი­ას არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­დეს. დიპ­ლომ­ში და დიპ­ლო­მის და­ნარ­თ­ში მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლო­ბის ჩა­წე­რის შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში პრო­ფე­სი­ის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე, ისევ ად­გი­ლი ექ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნა­წი­ლობ­რივ ჩვე­ნე­ბას. ამი­ტომ სავ­სე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რია და მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ის, რომ ორი­ვე ერ­თად იწე­რე­ბო­დეს დიპ­ლო­მის და­ნარ­თ­ში (რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ით­მენს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის ინ­დი­ვიდუ­ა­ლურ გეგ­მებ­ზე მორ­გე­ბას), ხო­ლო დიპ­ლომ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ფორ­მუ­ლი­რე­ბა ხდე­ბო­დეს სა­ყო­ველ­თა­ოდ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით.

რა ამო­ცა­ნებს უნ­და პა­სუ­ხობ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა

დამ­საქ­მებ­ლის ამო­ცა­ნებს უფ­რო მე­ტად პა­სუ­ხობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლი. სა­ბა­ზი­სო ნა­წი­ლი სა­ჭი­როა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლის­თ­ვის მე­ტი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნო­ბის და სან­დო­ო­ბის მი­სა­ნი­ჭებ­ლად, ანუ და­საქ­მე­ბის ბაზ­რის­თ­ვის იგი არის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი. შრო­მი­თი მოწ­ყო­ბის ამო­ცა­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­და­საჭ­რე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მოც­ხა­დე­ბა და ამის სა­თა­ნა­დო ადეკ­ვა­ტუ­რო­ბით ასახ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში. სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ „თვით­დას­პე­ცი­ა­ლე­ბის“ გავ­რ­ცე-ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა საგ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი არ­ჩე­ვი­თო­ბის სა­ხით სწავ­ლას ორ დიდ დარ­ტ­ყ­მას აყე­ნებს: 1)დიპ­ლო­მის და­ნარ­თ­ში საგ­ნე­ბის უსის­ტე­მო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კად­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი ცნო­ბის სა­კით­ხ­ში დამ­საქ­მებ­ლის დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას იწ­ვევს, რაც კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის ამო­ცა­ნე­ბის პო­ზი­ტი­ურ გა­დაწ­ყ­ვე­ტას აძ­ნე­ლებს; 2) საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ში მუდ­მი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის გა­მო სტუ­დენ­ტე­ბი უმ­თავ­რე­სად კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვით და არა მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი და გა­მო­სა­დე­გი საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვით ახერ­ხე­ბენ, რაც მოთ­ხოვ­ნად კად­რად სტუ­დენ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მეს ილუ­ზო­რუ­ლად აქ­ცევს.

სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი უნ­და იყოს გათ­ვ­ლი­ლი პრო­ფი­ლი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი უნ­და იყოს გათ­ვ­ლი­ლი პრო­ფი­ლი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით გა­ცი­ლე­ბით უფ­რო უკე­თე­სად პა­სუ­ხობს რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოთ­ხოვ­ნებს. ასე­თი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მო­დუ­ლე­ბი (კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი) შე­საძ­ლე­ბელს გახ­დი­ან იმას, რომ მკვეთ­რად ამაღ­ლ­დეს პროგ­რა­მე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ი­შა­ლოს მა­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი და გა­უჩ­ნ­დეს სწავ­ლი­სა და და­საქ­მე­ბის უკე­თე­სი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ ბა­კა­ლავ­რებს და მუ­შა­ო­ბის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი პრო­ფე­სო­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი რომ არ მო­ვი­დეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში დღე­ის­თ­ვის სა­ყო­ველ­თა­ოდ დად­გე­ნილ და შე­თან­ხ­მე­ბულ წე­სებ­თან, პრო­ფე­სი­ის, ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის და და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩა­ნა­წე­რე­ბი უნ­და კეთ­დე­ბო­დეს დიპ­ლო­მის და­ნარ­თ­ში, რო­მე­ლიც ისე­დაც ით­მენს ვა­რი­რე­ბას საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვის მე­ქა­ნიზ­მის არ­სე­ბო­ბის გა­მო, ანუ გა­ნათ­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის გა­მო, ხო­ლო თა­ვად დიპ­ლო­მი უნ­და იყოს იდენ­ტუ­რი რო­გორც პრო­ფი­ლი­რე­ბუ­ლი, ისე არაპ­რო­ფი­ლი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შემ­თ­ხ­ვე­ვებ­ში. არაპ­რო­ფი­ლი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია უფ­რო მე­ტად გა­მო­სა­დე­გია უც­ხო ქვეყ­ნებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის­თ­ვის და სა­ა­მი­სოდ დღე­ის­თ­ვის არ­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხ­მე­ბებ­ზე მო­სარ­გე­ბად, მა­შინ რო­დე­საც პრო­ფი­ლი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია მწვა­ვედ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე კად­რე­ბის – ბა­კა­ლავ­რე­ბის – ღირ­სე­უ­ლი და­საქ­მე­ბის­თ­ვის და ასე­თი­ვე მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

გი­ორ­გი გო­რო­ში­ძე,
ფსი­ქო­ლო­გი­ის და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის
ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი

ვრცლად

არას­წო­რი მიდ­გო­მა ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი სკო­ლის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე­ვე ვლინ­დე­ბა

პრო­ფე­სორ­მა თა­მარ გა­გო­ში­ძემ მო­რი­გი სა­ჯა­რო ლექ­ცია თე­მა­ზე „ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­ის რო­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ში“ გა­მარ­თა. ნე­ი­რო­ფის­ქო­ლოგ­მა მოხ­სე­ნე­ბა ამე­რი­კის, აზი­ი­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კვლე­ვებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით წარ­მო­ად­გი­ნა. თე­მა­ტი­კა პირ­და­პირ კავ­შირ­ში გახ­ლ­დათ ბავ­შ­ვ­თა აღ­ზ­რ­დის, გა­ნათ­ლე­ბის სწორ მე­თო­დი­კას­თან და და­უ­პი­რის­პირ­და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ, კარ­გად დამ­კ­ვიდ­რე­ბულ არა­ერთ სტე­რე­ო­ტიპს. 
სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, სკო­ლა, ოჯა­ხი – სა­მი მთა­ვა­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გა­დამ­წ­ყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, არა­ერთ ისეთ შეც­დო­მას უშ­ვებს, რაც სკო­ლამ­დე­ლი ასა­კი­სა თუ პუ­ბერ­ტა­ტის (სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის) პე­რი­ოდ­ში ბავ­შ­ვის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, თა­ვის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს. არას­წო­რი მიდ­გო­მა უკ­ვე ვლინ­დე­ბა სკო­ლის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე. მა­გა­ლი­თად, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სკო­ლა­ში მის­ვ­ლამ­დე ბავ­შ­ვ­მა უკ­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეს უამ­რა­ვი ლექ­სი, წე­რა-კით­ხ­ვა, თვლა, უნ­და გა­მო­ი­მუ­შა­ვოს მერ­ხ­თან მშვი­დად ჯდო­მის უნარ-ჩვე­ვე­ბი და ა.შ. არა­ერ­თი მშო­ბე­ლი ფიქ­რობს, სკო­ლამ­დე რომ ეს­წავ­ლე­ბი­ნა შვი­ლის­თ­ვის, შემ­დეგ უკე­თეს შე­დე­გებს მი­აღ­წევ­და და ა.შ. 
„საქ­მე იმა­ში კი არ არის, სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში წე­რა-კით­ხ­ვას არ ვას­წავ­ლით თუ ცუ­დად ვას­წავ­ლით, საქ­მე იმა­შია, რომ ის უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც ამის ასათ­ვი­სებ­ლად სჭირ­დე­ბათ ბავ­შ­ვებს, მზად არ აქვთ. შემ­დე­გი არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა არის ის, რომ თა­მა­ში არის გარ­თო­ბა. რო­დე­საც ფიქ­რო­ბენ, ბავშვს სკო­ლის­თ­ვის ვამ­ზა­დებთ და რა დროს გარ­თო­ბაა, ხომ უნ­და ვა­მე­ცა­დი­ნოთ, სას­კო­ლო სი­ტუ­ა­ცია უნ­და შე­ვუქ­მ­ნა­თო და ა.შ. – ეს სწო­რი არ არის! ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ თა­მა­შით და ამ შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში აფექ­ტუ­რი რე­გუ­ლა­ცია, ნე­ბე­ლო­ბა მათ ბევ­რად უკე­თე­სად უვი­თარ­დე­ბათ. სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვი სწავ­ლობს მხო­ლოდ თა­მა­შით! ბავშვს უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ის უნა­რე­ბი, რაც სა­ჭი­როა შემ­დეგ­ში წე­რა-კით­ხ­ვის ასათ­ვი­სებ­ლად. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ბავშვს გა­ნუ­ვი­თარ­დეს თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის გან­ც­და. მას უნ­და სჯე­რო­დეს, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. ბავშვს, რო­მელ­საც ადეკ­ვა­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა აქვს, სკო­ლა­ში პრობ­ლე­მებ­საც უკეთ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აზ­რი, რომ თუ ბავ­შ­ვ­მა იცის წე­რა-კით­ხ­ვა, თვლა და თუ დიდ­ხანს თა­ვის­თ­ვის ზის, ის სკო­ლის­თ­ვის მზად არის – ჩემ­თ­ვის, პი­რა­დად, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა, რად­გან ვთვლი, რომ სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა და­მა­ტე­ბით ემო­ცი­ურ რე­გუ­ლა­ცი­ას და მომ­წი­ფე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს“, – აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­გო­ში­ძემ.

იარ­ლი­ყი, რო­მელ­საც პე­და­გო­გი თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ანი­ჭებს მოს­წავ­ლე­ებს, დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე

თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის გან­ც­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ლო­დი­ნი, შეც­დო­მის ლე­გი­ტი­მა­ცია, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის პრო­ცეს­ში საზ­რი­სის აღ­მო­ჩე­ნა. შეც­დო­მის ში­ში, რო­მე­ლიც უკ­ვე ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­საც ხში­რად აქვთ, ჯერ კი­დევ სკო­ლამ­დე­ლი, სკო­ლის დაწ­ყე­ბით კლა­სებ­ში არას­წო­რი უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გად ყა­ლიბ­დე­ბა: მას­წავ­ლებ­ლის ან მშობ­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მო­ლო­დი­ნი შეც­დო­მის ში­შის სინ­დ­რომს ამ­წ­ვა­ვებს და, ასე­ვე, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას – „შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლო­ბენ“ – ყო­ველ­გ­ვარ აზრს უკარ­გავს. ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მთა­ვა­რი საზ­რი­სის გა­რე­შე ბავ­შ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ას უკ­ვე არ­სე­ბულ დო­ნე­ზე ტო­ვებს, ზო­გი­ერთ შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში კი უქ­ვე­ი­თებს. 
„ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­ტარ­და კვლე­ვა: სკო­ლის პე­და­გო­გებს მის­ცეს მოს­წავ­ლე­ე­ბის IQ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი – ვინც ცუ­დად სწავ­ლობ­და, იმი­სი მის­ცეს მა­ღა­ლი, ვინც კარ­გად – და­ბა­ლი. ზუს­ტად ერთ თვე­ში მოს­წავ­ლე­ებს, ვინც კარ­გად სწავ­ლობ­დ­ნენ, შე­დე­გე­ბი გა­უ­უ­ა­რეს­დათ, ვინც ცუ­დად სწავ­ლობ­დ­ნენ, მა­თი უმე­ტე­სო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და. სწო­რედ ამი­ტომ, მას­წავ­ლებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია! იარ­ლი­ყი, რო­მელ­საც პე­და­გო­გი თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ანი­ჭებს მოს­წავ­ლე­ებს, დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე.
ასე­ვე, კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ კლას­ში ემო­ცი­უ­რად მშვი­დი გა­რე­მოს შექ­მ­ნა და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ტვინ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­სა და შე­ნახ­ვა­ზე. აღ­მო­ა­ჩი­ნე და დას­ვი კით­ხ­ვა – მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი და კონ­ტაქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, სწავ­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბევ­რად უკეთ გა­მოვ­ლი­ნე­ბას უწ­ყობს ხელს“, – გა­ნაც­ხა­და თა­მარ გა­გო­ში­ძემ.

უსაფ­რ­თ­ხო გა­რე­მო, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის არ ეში­ნია, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბას აჩ­ქა­რებს

რო­გორც თა­მარ გა­გო­ში­ძემ ლექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ბავ­შ­ვის მო­ტი­ვი­რე­ბა­სა და თვი­თეფე­ქ­ტუ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, ასე­ვე, ცუ­დად მოქ­მე­დებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის მე­თო­დით. ბავ­შ­ვის­თ­ვის პირ­ვე­ლო­ბის მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რის­კენ სწრაფ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხელს უშ­ლის სას­წავ­ლო მა­სა­ლის მთა­ვა­რი საზ­რი­სის გა­აზ­რე­ბას და მთა­ვარ მიზ­ნად მხო­ლოდ რე­ი­ტინ­გებ­ში პირ­ვე­ლო­ბას უყა­ლი­ბებს. ასე­ვე, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ყო­ველ ბავშვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, ასე­თი მიდ­გო­მა მათ სტრე­სულ გა­რე­მო­საც უყა­ლი­ბებს. 
„პირ­ვე­ლო­ბა გა­სა­გე­ბია, რომ მო­მავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია, მაგ­რამ რე­ი­ტინ­გ­ში პირ­ვე­ლო­ბა შე­დე­გია და არა თვით­მი­ზა­ნი. აქ პი­რი­ქით ხდე­ბა, მოს­წავ­ლე ისე უნ­და სწავ­ლობ­დეს, რომ შეც­დო­მა არ და­უშ­ვას. შეც­დო­მა – ეს არ არის სწო­რი! – ცხა­დია, ეს მცდა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ვი­გოტ­ს­კი გვე­უბ­ნე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში შენ არ უნ­და მის­დევ­დე ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, ძა­ლი­ან წი­ნაც არ უნ­და წახ­ვი­დე, ცო­ტა უნ­და გა­უს­წ­რო, რომ მის­თ­ვის სწავ­ლა გა­მოწ­ვე­ვა გახ­დეს. თა­ვი­სუ­ფა­ლი, უსაფ­რ­თ­ხო გა­რე­მო, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის არ ეში­ნია, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბას აჩ­ქა­რებს და დას­წავ­ლაც ბევ­რად უფ­რო სწრა­ფად ხდე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ნე­ი­როფ­სი­ქო­ლოგ­მა.

ზედ­მეტ ზე­წო­ლას და სტრესს შე­უძ­ლია მო­ზარ­დი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დეც მი­იყ­ვა­ნოს

თა­მარ გა­გო­ში­ძის თქმით, ხში­რად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გა­დამ­წ­ყ­ვე­ტი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის დაწ­ყე­ბის პირ­ვე­ლი სა­მი წე­ლია, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პუ­ბერ­ტა­ტის პე­რი­ო­დი. მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დროს იწ­ყე­ბა სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ნგრე­ვა, მე­გობ­რო­ბა და ემო­ცი­უ­რი გა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბა წამ­ყ­ვა­ნი, იწ­ყე­ბა სხვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის გა­გე­ბის მცდე­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი აზ­როვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. 
„ხში­რად მსმე­ნია მშობ­ლე­ბის­გან, რომ მის ბავშვს სწავ­ლის ინ­ტე­რე­სი არ აქვს, თუმ­ცა ეს ასე არ არის. ამ დროს ეს ბავ­შ­ვი ზის გა­უც­ხო­ე­ბუ­ლი სა­ხით, ან დამ­ცი­ნა­ვად გი­ყუ­რებს და გე­პა­სუ­ხე­ბა, თუმ­ცა მის უკან უზარ­მა­ზა­რი ოკე­ა­ნეა, რო­მე­ლიც ღე­ლავს და ამ ადა­მი­ანს და­ლა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ეს ბავ­შ­ვი ასეთ დროს ბევ­რად უფ­რო მოწ­ყ­ვ­ლა­დია, ვიდ­რე მი­სი მშო­ბე­ლი. მშო­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ თი­თო­ე­ულ ბავშვს ამ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს, მი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა ძა­ლი­ან იც­ვ­ლე­ბა გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში და შე­სა­ბა­მი­სად ეს სრუ­ლი­ად ცვლის მო­ზარ­დის ადაპ­ტა­ცი­ის უნარს. ზედ­მეტ ზე­წო­ლას და სტრესს, რაც სხვის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ა­დაც არ იყოს სტრე­სუ­ლი, შე­უძ­ლია მო­ზარ­დი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დეც მი­იყ­ვა­ნოს, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში მო­ზარ­დი ძა­ლი­ან იმ­პულ­სუ­რი და აფექ­ტუ­რია. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნის რე­სურ­სე­ბის ზუს­ტად გა­გე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ი­მე უნა­რის და­ნაკ­ლი­სი აქვს, ამის კომ­პენ­სა­ცი­ას აკე­თებს სხვა უნა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, თუ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, ეს უკ­ვე ნამ­დ­ვი­ლად არის პრობ­ლე­მა და დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­გო­ში­ძემ. 
ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­ის რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან ქვეყ­ნებ­ში და­იწ­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, რა­მაც სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და. ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის თა­მარ გა­გო­ში­ძის აზ­რით, „გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და­იწ­ყოს დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი მი­თე­ბის და­სან­გ­რე­ვად. ბევ­რი წვრთნა და ვარ­ჯი­ში ან სწავ­ლა მუდ­მი­ვად პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც არ არის მი­სა­ღე­ბი. მთა­ვა­რია მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ი­ნა­ხონ სწავ­ლის საზ­რი­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. თუ არ იპო­ვა საზ­რი­სი, ის ვერ ის­წავ­ლის. ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გე­ბის ამო­ცა­ნაც სწო­რედ ეს არის – ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გე­ბი არ ცვლი­ან ადა­მი­ანს! ჩვენ ხელს ვუწ­ყობთ საზ­რი­სის აღ­მო­ჩე­ნას და ეს ცვლის ქცე­ვას“. 
სა­ჯა­რო ლექ­ცია „ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­ის რო­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ში“ 28 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

ვრცლად

კარმენ გარსი მარტინი: ბოლო წლებში ახალი ტალღა შეინიშნება, რომ ეკლესია სახელმწიფოს გამოეყოს

კარმენ გარსი მარტინი: ბ„ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ევროკავშირში“ და „რელიგიური თავისუფლება ესპანეთში“ – აღნიშნულ თემებზე ესპანეთის ლა კორუნას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა კარმენ გარსი მარტინმა თსუ-ში ინტენსიური სალექციო კურსი წაიკითხა.
რელიგიური კონფესიებისა და სახელმწიფოს ურთიერთობები მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად მოიაზრება. რა ვითარებაა დღეს და ურთიერთობის როგორი ფორმებია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩამოყალიბებული, რამდენად არის უზრუნველყოფილი რელიგიური თავისუფლება საქართველოში? – გთავაზობთ ამ საკითხებზე ესპანელი პროფესორის კარმენ გარსი მარტინის მოსაზრებებს.
– საქართველოში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მიღწეულია კონსტიტუციური შეთანხმება – ურთიერთობის ამ ფორმას „თანაბარუფლებიანობის“ სისტემად მიიჩნევენ. ეკლესიას აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ევროპის ბევრ ქვეყანაში ეკლესია კერძო სექტორის ნაწილია (მაგალითად, საფრანგეთში), ხოლო რელიგიას ოფიციალური სტატუსი აქვს მინიჭებული (მაგალითად, ბრიტანეთი, შვედეთი, საბერძნეთი). როგორ შეაფასებთ სამართლებრივი ურთიერთობის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არის ჩამოყალიბებული, რამდენად შეესაბამება იგი ევროკავშირის სტანდარტებს?
– ჩემი აზრით, საქართველო მიჰყვება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის რეგულაციის იმ მოდელს, რომელიც დასავლეთ ევროპის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ შემოიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს შეთანხმების სისტემა – იქნება კონკორდატი თუ სხვა – აღიარებს სახელმწიფოს ძალებს და, ასევე, პატივს სცემს რელიგიურ კონფესიებს. ეკლესიებს და, ზოგადად, რელიგიურ კონფესიებს გავლენა აქვთ თავიანთ წევრებზე, მიმდევრებზე, რომლებიც, ამავდროულად, არიან სახელმწიფოს მოქალაქეები. მაშასადამე, ასეთი ურთიერთობა წარმოადგენს ორმხრივ ინტერესს, რომელიც მოითხოვს ურთიერთგაგებას და რაც სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის არსებული შეთანხმებებით მიიღწევა.
– საქართველოში მედიის, ასევე, სოციალური ქსელების საშუალებით მოქალაქეთა ნაწილი ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას მართლმადიდებლური ეკლესიისადმი მინიჭებული პრივილეგიების თაობაზე. მაგალითად, საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს ეკლესიისთვის მიწის გადაცემის საკითხს და ა.შ. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ვითარებას? 
– სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის ადვილი სწორი მიდგომის პოვნა ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რელიგიასთან. მართლმადიდებლობა ის დომინანტი რელიგიური კონფესიაა საქართველოში, რომელიც ასევე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ეს გამოხატულია კონსტიტუციის მეცხრე მუხლში: „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“. ეს მუხლი თავისთავად არ მოიცავს არანაირ პრივილეგიას. ასეთი საკითხების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. ბევრი ევროპული ქვეყანა იზიარებს მსგავს ურთიერთობას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, მაგალითად, ესპანეთის კონსტიტუციაში აღნიშნულია: „სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების რელიგიური აღმსარებლობა და უზრუნველყოს თანამშრომლობა კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა აღმსარებლობებს შორის“. იგივე შეიძლება მოიძებნოს უნგრეთის, სომხეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის კონსტიტუციებშიც. არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო რელიგიები და აღიარებული ეკლესიები, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, ბოლო წლებში ახალი ტალღა შეინიშნება, რომ ეკლესია სახელმწიფოს გამოეყოს. 
ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტი და დააბალანსოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და კანონით აღიარებული სხვა რელიგიების უფლებების თანასწორობა. ამის გაანალიზებას და იმპლიმენტაციას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ დღესდღეობით ევროპული ქვეყნები მიემართებიან რელიგიური პლურალიზმისკენ, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია აჰყვეს ამ ახალ ტრენდს.
– ევროპის ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმებია დამკვიდრებული, ამავე დროს ადამიანის უფლებების დაცვის საკმაოდ მყარი სისტემაა შექმნილი. რა არის მთავარი ასეთ დროს, რაც უზრუნველყოფს ამ ბალანსს სახელმწიფოს, ეკლესიასა და საზოგადოებას შორის?
– ცხადია, რომ ადამიანთა უფლებების დაცვა ფუნდამენტურადაა საჭირო. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ ნებადართულია ე.წ. „შეფასების თავისუფლება“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას – ავარჯიშოს განედის ხარისხი იმ მეთოდით, რომელიც გამოყოფს მათ ვალდებულებებს კონვენციისგან. თუმცა, ურთიერთობის სისტემა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არ არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კომპეტენცია. ეს არის თითოეულ ქვეყანაზე დამოკიდებული – აირჩიონ სისტემა, რომელსაც ამჯობინებენ. რასაკვირველია, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა, გაყოფას-თან ერთად, არის უკეთესი მოდელი, მაგრამ ვერავინ და არაფერი აუკრძალავს ქვეყანას აირჩიოს სხვა ვარიანტი, მთავარია რელიგიური თავისუფლება იყოს დაცული. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ, ფაქტობრივად, ევროპულ ქვე-ყნებში მრავალფეროვანი სისტემები არის დანერგილი. რა თქმა უნდა, თეოკრატია ან ოფიციალური ათეიზმი არ უნდა იყოს მიღებული, რადგან ისინი არ ეთავსება რელიგიურ თავისუფლებას. თუმცა, ამჟამად, ეს არ არის დიდად შესაშფოთებელი თემა ევროპაში.
– როგორ შეაფასებთ საქართველოში სხვა რელიგიური კონფესიების სამართლებრივ სტატუსს? რამდენად არის დაცული მათი უფლებები?
– დიდი ცოდნა არ გამაჩნია ქართული კანონმდებლობისა და, შესაბამისად, გამიჭირდება საკუთარი აზრის გამოხატვა ამ საკითხზე. მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია იცავს რელიგიურ თავისუფლებას (ინდივიდუალურ დონეზე მაინც) და გზას უკაფავს კოოპერაციის სისტემას. კონსტიტუციური ჩარჩოები მოიცავს დაცვის უმაღლეს სტანდარტებს.
– თქვენ თსუ-ში წაიკითხეთ ლექციათა ციკლი – როგორ არის უზრუნველყოფილი რელიგიური თავისუფლება ესპანეთში...
– ესპანეთის კონსტიტუცია იცავს რელიგიურ თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე. რელიგიური თავისუფლების ზოგადი კანონი მიღებულ იქნა 1980 წელს და ძალაშია დღემდე. პრეცედენტულმა სამართალმა განმარტა ზოგიერთი საკითხი, რომლებსაც სჭირდებოდა ინტერპრეტაცია. ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ მე-20 საუკუნეში ესპანეთი იყო სექტანტური ქვეყანა (თითქმის 40 წლის განმავლობაში) და დასჭირდა ძალისხმევა ამ სიტუაციის შესაცვლელად, თუნდაც იურიდიული თვალთახედვით.
დღეს, ჩვენ გვაქვს იურიდიული ინსტრუმენტები რელიგიური თავისუფლების დასაცავად, თუმცა არის შეუმჩნეველი რისკი, რომელსაც შეუძლია შეასუსტოს ეს უფლება. ვსაუბრობ იმ ტენდენციაზე, რომელიც არასწორად იგებს ეკლესიის და სახელმწიფოს გაყოფის მოთხოვნებს და იურიდიული სისტემის იდენტიფიცირებას ახდენს, რომელიც აღიარებულია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ – სეკულარიზმი, პოლიტიკური პრინციპი, რომლის მიზანია საჯარო სივრციდან რელიგიის მოცილება. ქვეყანა უნდა იყოს ნეიტრალური, საზოგადოება კი – პირიქით. სეკულარიზაცია არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მართული, რადგან ნეგატიური მიდგომა რელიგიის მიმართ ვერ იქნება ნეიტრალური და, შესაბამისად, ვერც კონსტიტუციასთან შეთანხმებული. 
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესპანეთის ლა კორუნას უნივერსიტეტის თანამშრომლობა კო-ნკრეტულად რას ითვალისწინებს და როგორ შეაფასებთ მას?
– ჩვენი ურთიერთობა დასაწყისიდანვე სასიამოვნო იყო. თსუ-ს სტუდენტებმა, რომლებიც მივიღეთ კორუნას სამართლის სკოლაში, სამართლისა და ინგლისურის ცოდნით დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ჩემი აზრით, მათ მოეწონათ ჩვენთან და ასევე კარგად შეეგუვნენ ესპანური ცხოვრების სტილს. გასულ წელს დეკანი ირაკლი ბურდული და პროფესორი ლელა ჯანაშვილი ესტუმრნენ ჩვენს უნივერსიტეტს, რაც ურთიერთთანამშრომლობაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ სემესტრში „ერასმუს 107“-ის ფარგლებში ჩვენი უნივერსიტეტიდან კიდევ რამდენიმე პროფესორი ეწვევა თსუ-ს და დაიგეგმება ახალი პროექტების განხორციელება. კორუნას უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის ამჟამინდელი დეკანი ხოსე ანტონიო სეონე და მისი წინამორბედი დეკანი ხოსე მანუელ ბუსტო დაინტერესებული არიან ამ ურთიერთობის გაღრმავებით. მათ პოზიციას ვიზიარებთ ის პროფესორებიც, ვისაც გვქონდა საქართველოში ყოფნისა და თსუ-ში ლექციების წაკითხვის საშუალება.ოლო წლებში ახალი ტალღა შეინიშნება, რომ ეკლესია სახელმწიფოს გამოეყოს

ვრცლად

დიახ, მაინცდამაინც ჯავახიშვილის უნივერსიტეტი!

ილია ჭავჭავაძე წერდა: „ქართველისათვის „დედა“ მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც დედა-ენას“ ეძახის, უფროს ქალაქს - „დედა-ქალაქს“, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას - „დედა-ბოძს“, უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს – „დედა-ბურჯს“, სამთავრო აზრს – „დედა-აზრს“... დღევანდელ დღეს დიდი ილია დაუმატებდა, უპირველეს და უმთავრეს უნივერსიტეტს დედა უნივერსიტეტი ჰქვიაო... ამას ახლა იტყოდა, როცა ასე გამრავლდა უნივერსიტეტები (ხაშურსა და ბაკურციხეშიც კი გაიხსნა თავის დროზე), თორემ 90-იან წლებამდე ეს პრობლემა არ იდგა...
და მოვუსმინოთ ილია ჭავჭავაძეს, დავუჯეროთ და დავამკვიდროთ ტერმინი დედა უნივერსიტეტი.
ამ ტერმინს აქვს ისტორიული გამართლებაც: ყველამ კარგად იცის, ჩვენმა უნივერსიტეტმა როგორ წარმოშვა, დაზარდა და დააფრთიანა „შვილი“ უნივერსიტეტები: ჩვენი უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი იქცა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტად, მერე – აგრარულ უნივერსიტეტად; საამშენებლო ფაკულტეტი იქცა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტად, მერე – ტექნიკურ უნივერსიტეტად; სამკურნალო ფაკულტეტი იქცა სამედიცინო ინსტიტუტად, მერე – სამედიცინო უნივერსიტეტად... ახალციხის ფილიალი – სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტია... 30-იან წლებში პედაგოგიური ინსტიტუტები შეიქმნა. უნივერსიტეტმა იზრუნა მათ უმაღლეს სკოლად ჩამოყალიბებაზე. ქუთაისში დღესაც იხსენებენ: დილით, ადრიანად, მატარებელი ჩამოდგებოდა და სადგურიდან პედინსტიტუტამდე ფეხით მიუყვებოდნენ აკაკი შანიძე და გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა და ვარლამ თოფურია, სიმონ ყაუხჩიშვილი და ვახტანგ კოტეტიშვილი, ანგია ბოჭორიშვილი და ლუკა ჭელიძე და მრავალი სხვა... ასე იყო ბათუმში, სოხუმში, თელავში, გორში... და მერეც, ძირითადად თბილისის უნივერსიტეტმა დააკომპლექტა ყველა უმაღლესი სასწავლებელი (რომელებსაც შემდგომ უნივერსიტეტი დაერქვა).
ისტორია ისტორიაა და მთელი XX საუკუნე თბილისის უნივერსიტეტი განსაზღვრავდა საუნივერსიტეტო სივრცის სწორ განვითარებას. სასწავლო გეგმები და პროგრამები; სახელმძღვანელოები ძირითადად აქ იქმნებოდა და ვრცელდებოდა ყველგან... სწორედ ამის წყალობით განუსაზღვრელი იყო ავტორიტეტი და საზოგადოებაზე ზემოქმედების ძალა დედა უნივერსიტეტისა... გავიხსენოთ თუნდაც 1978 წლის 14 აპრილი; 80-იან წლებში ეროვნული ბრძოლის განახლება და აღმავლობა...
და როცა ჩვენს გაზეთში („თბილისის უნივერსიტეტი“, 13 თებერვალი, 2017 წ.) დაიწერა, საკითხი ასე დასვეს, „რატომ, მაინცდამაინც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი?“, არც მიკითხავს, ვინ თქვა ეს, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ან მხარდამჭერი იტყოდა!.. რატომ ვფიქრობ ასე? მოგახსენებთ:
სააკაშვილის ხელისუფლებამ მოისურვა დედა უნივერსიტეტის ავტორიტეტის შელახვა, დამცირება, გაუფასურება... ხმამაღლა დაიქადნა მინისტრმა კ. ლომაიამ – „ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ნაჯახით ამოვძირკვავო!..“ სწორედ მათ მოახდინეს „რეორგანიზაცია“: ლიკვიდირებული იქნა სამეცნიერო სექტორი (უნივერსიტეტი დატოვა 1500-ზე მეტმა მეცნიერმა); ხუთჯერ (!) შემცირდა აკადემიური სექტორი... კონკურსები ჩატარდა ძირითადად პოლიტიკური ნიშნით... ამ შეტევას უნივერსიტეტზე ჰქონდა კონკრეტული მიზეზი და მიზანი... (ვრცლად ამ პროცესებზე იხ. „დედა უნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი. 2004-2013“, თსუ გამომც. 2016)... მაშინ ხმამაღლა თქვა ლომაიამ, „ილიას უნივერსიტეტს ვაქცევ ამბიციურ უნივერსიტეტად“; ეს ჩვენი უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ ითქვა და რეალური ნაბიჯებიც გადაიდგა: გაუზარდა დაფინანსება ილიაუნს და შეუმცირა თსუ-ს; ილიაუნში პროფესორები 2-3-ჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ თსუ-ის პროფესორებზე; ელოდნენ ამას და მოხდა: დახარბდა არაერთი პროფესორი „ოცდაათ ვერცხლს“, ზურგი შეაქციეს დედანივერსიტეტს და მერე ტალახიც ესროლეს... 
და მაინც, დედა უნივერსიტეტი დედაუნივერსიტეტობს!.. ერთი კია: იმ ათწლიან ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია; მრავალი პრობლემა შეიქმნა ჩვენს უნივერსიტეტში; ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვწერდი ამას წინათ ჩვენს გაზეთში („პირველ ქართულ უნივერსიტეტში ქართული ენა პრიორიტეტული აღარ არის?“ – „თბილისის უნივერსიტეტი“, 1 დეკემბერი, 2016). კოლეგები მარწმუნებენ, სხვა სპეციალობებზეც არაერთი პრობლემა შეგვიქმნა და დაგვიტოვა ლომაია-ხუბუას ეპოქამო. ყოველივე ეს დაიძლევა, ხელმძღვანელობის ნება სჭირდება ამას და ჩვენი მონდომება... თუმცა საფრთხე არსებობს: იმ პრობლემების შემოქმედთაგან მრავალი ისევ „ფორმაშია“ და ცდილობს, „რეფორმის ის გეზი“ შეინარჩუნოს; მარტივად რომ ვთქვათ, ხელს უშლის მდგომარეობის გამოსწორებას... ესეც დროებითი მგონია მე... დიდმა ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა ისეთი მყარი საფუძველი შეუქმნეს ჩვენს უნივერსიტეტს, ასეთ დროებით შემოტევებს გაუძლებს (გავიხსენოთ გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლები...)... 
და დავამშვიდებ იმათ, ვინც შეშფოთებული სვამს კითხვას – „რატომ, მაინცდამაინც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი?“... ვუპასუხებ:
დიახ, მაინცდამაინც ჯავახიშვილის უნივერსიტეტი!
დედა უნივერსიტეტი!

გიორგი გოგოლაშვილი

ვრცლად