1 ოქტომბრიდან

გადაცემა „უნი-ვერსია“

 რეგიონულ ტელევიზიებში გავა,
რასაც საქართველოს რეგიონულ
მაუწყებელთა ასოციაცია უზრუნველყოფს
(თსუ-სა და საქართველოს რეგიონულ
მაუწყებელთა ასოციაციასთან გაფორმებული
მემორანდუმის თანახმად).

კუნძულ კვიპროსზე აღმოჩენილი ნაეკლესიარი ქართველი ბერების კუნძულზე მოღვაწეობას უკავშირდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, თსუ-ის სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება. ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ-ის პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუა საუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე, ძვ. წ. XII-VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი.

ვრცლად

პროექტები

სასარგებლო ბმულები