დადგინდა, რომ დარღვევა არ ყოფილა

18 Dec 2015

არჩილ კუკულავა,
თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი:

- ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში თსუ-ის პროფესორმა მარიამ გერსამიამ შემოიტანა განცხადებები, რომლებითაც ითხოვდა გარკვეული საკითხების შესწავლას. კერძოდ, ეს ეხებოდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ალტერნატიული ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხს. იგი, ასევე, ითხოვდა გარკვევას, თუ რა უფლებამოსილებით სარგებლობდა ქალბატონი ნინო დურგლიშვილი, როცა იგი დეპარტამენტის სხდომას ესწრებოდა.

თსუ-ის რექტორის დავალებით, იურიდიულმა დეპარტამენტმა და შიდა აუდიტის სამსახურმა შეისწავლეს ეს საკითხები. გაირკვა, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდა ფაკულტეტის დებულების მიხედვით და დარღვევა არ ყოფილა.

რაც შეეხება ქალბატონ ნინო დურგლიშვილს, გაირკვა, რომ ქალბატონი ნინო, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე (ანაზღაურების გარეშე), წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანის მრჩეველს და იგი სხდომაზე იმყოფებოდა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის რევაზ ჯორბენაძის მიწვევით.

ქალბატონი მარიამ გერსამია ასევე ითხოვდა შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნას და დღეს მის სახელზე ეს დოკუმენტაციაც გაიცა.