თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის პასუხები ,,კოვიდ 19“-ით გამოწვეულ მოცემულობაზე, მოლოდინებზე და შიშებზე

03 Apr 2020

- რო­გორ შეხ­ვდნენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ახ­ალ პრო­ცესს სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი? ხომ არ გა­მო­იკ­ვე­თა სირ­თუ­ლე­ები?

- რა თქმა უნ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბევ­რის­თვის სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და და ად­აპ­ტა­ცი­ის­თვის გარ­კვე­ული პე­რი­ოდი დას­ჭირ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად უამ­რა­ვი ტრე­ნინ­გი ჩა­ტარ­და, გა­კეთ­და ვი­დეო ტუ­ტო­რი­ალ­ები, რა­თა, რო­გორც აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს, ისე სტუ­დენ­ტებს, გა­ად­ვი­ლე­ბო­დათ ად­აპ­ტა­ცია. დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ვი­ყე­ნებთ (სინ­ქრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის) Zoom-ის აპ­ლი­კა­ცი­ას, ას­ევე, Moodle-ს და LMS-ს.

- რას გვეტყვით თსუ-ის მხრი­დან წა­მოწყე­ბულ სხვა­დას­ხვა ინ­იცი­ატ­ივ­აზე? ვგუ­ლის­ხმობ ფსი­ქო­ლო­გი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის გა­წე­ვის ინ­იც­ირ­ებ­ას, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ეგ­იდ­ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა; ას­ევე ცნო­ბი­ლია მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ხა­ლი­სე­ებ­ად წას­ვლის ფაქ­ტი მარ­ნე­ულ­ის რე­გი­ონ­ში; გარ­და ამისა, სტუ­დენ­ტურ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ სტუ­დენ­ტებს და პრო­ფე­სუ­რას დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა დის­ტან­ცი­ურის წავ­ლის რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლი­სას წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად... ამ ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის აღ­სრუ­ლე­ბაზე რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ?

- ჩვენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფე­ის­ბუქ­გვერ­დის მეშ­ვე­ობ­ით თქვენს კითხვა­ში დას­მულ თე­მებ­ზე გან­ვაცხა­დეთ. შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ამ თე­მა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­იყ­ენ­ოს და და­ეხ­მა­როს მათ, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა. და­მე­თან­ხმე­ბით, თსუ-ს უამ­რა­ვი ამ­გვა­რი რე­სურ­სი გა­აჩ­ნია. კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა ჩვენს აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს და სტუ­დენ­ტებს ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის!

- რო­მე­ლი პლატ­ფორ­მე­ბი გა­მო­იყ­ენ­ება ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­ას? რამ­დე­ნად კარ­გად მუ­შა­ობს სის­ტე­მა?

- ამ კითხვა­ზე პა­სუ­ხი პირ­ვე­ლი კითხვი­სას გა­ვე­ცი. რაც შე­ეხ­ება სის­ტე­მის სრულ­ყო­ფი­ლად მუ­შა­ობ­ას, რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, გარ­კვე­ული მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რის­თვის ახ­ალი იყო ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პლატ­ფორ­მებ­თან მუ­შა­ობა, თუმ­ცა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შემ­დგომ, ვფიქ­რობ, პრო­ცე­სი სრულ­ყო­ფილ­თან ახ­ლო­საა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უკ­ვე სრულ­ყო­ფილ სა­ხეს მი­იღ­ებს.

- მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­მარ­ტა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ შე­ჩერ­დე­ბა, ზო­გი­ერთ სტუ­დენ­ტს მა­ინც აქ­ვს კითხვა — შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ სწავ­ლა გა­და­იდ­ოს და წე­ლი აკ­ად­ემი­ურ წლად გა­მოცხად­დეს? (რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, სტუ­დენ­ტე­ბის პე­ტი­ცი­აც კი შე­იქ­მნა შე­სა­ბა­მი­სი მოთხოვ­ნე­ბით)...

- აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. მეს­მის და კი­დევ ერ­თხელ გან­ვმე­ორ­დე­ბი, რომ ბევ­რის­თვის ეს პრო­ცე­სი ახ­ალია, მაგ­რამ დი­დი იმ­ედი გვაქ­ვს, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პრო­ცე­სი სრულ­ყო­ფილ სა­ხეს მი­იღ­ებს.

- რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი? თუ არ­ის გა­მოკ­ვე­თი­ლი სტრა­ტე­გია...

- ამ ეტ­აპ­ზე გვი­ჭირს ამ­აზე სა­უბ­არი, თუმ­ცა დი­დი ალ­ბა­თო­ბით შუ­ალ­ედ­ური გა­მოც­დე­ბი ამ სე­მეს­ტრში გა­უქ­მდე­ბა, თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს და ახ­ალი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის შე­თა­ვა­ზე­ბა მოხ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

- რაც შე­ეხ­ება სპე­ცი­ფი­კურ საგ­ნებს, რომ­ლე­ბიც გუ­ლის­ხმობს, მა­გა­ლი­თად, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ მუ­შა­ობ­ას ან პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბებს, რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა ეს სა­კითხი?

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­კულ­ტე­ტე­ბი აქ­ტი­ურ­ად მუ­შა­ობ­ენ. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისეა და­გეგ­მი­ლი, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი სას­წავ­ლო პე­რი­ოდ­ის ბო­ლოს­კენ არ­ის გა­და­ტა­ნი­ლი. იმ­ედს ვი­ქო­ნი­ებთ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოში ეს კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა მა­ლე დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და სააუდიტორიო მე­ცა­დი­ნე­ობ­ებ­ის დაწყე­ბის სა­შუ­ალ­ება მა­ლე მოგ­ვე­ცე­მა.

- რო­გორც სე­მეს­ტრის დაწყე­ბამ­დე გა­ნაცხა­დეთ, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აპ­ირ­ებ­და პრო­ფე­სუ­რის­თვის და შემ­დეგ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბისთვის ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბას. ამ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პი­რო­ბებ­ში გა­ჩე­ნი­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის ფონ­ზე შე­ჩერ­დე­ბა თუ არა ამ მხრივ თქვე­ნი ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ება?

- აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის­თვის და და­ბა­ლი ან­აზღა­ურ­ებ­ის მქო­ნე ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის­თვის ან­აზღა­ურ­ებ­ის ზრდა უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და მარ­ტის თვი­დან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ ეტ­აპ­ზე, გეგ­მა უც­ვლე­ლია და სექ­ტემ­ბრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალ­საც მო­ემ­ატ­ება ან­აზღა­ურ­ება.

- რამ­დე­ნად ემ­უქ­რე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­ფა­სე­ბის პი­რი­ქით შემ­ცი­რე­ბა?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი საფ­რთხე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პერ­სო­ნალს არ ემ­უქ­რე­ბა.

- ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში ხომ არ გა­და­ხე­დავთ სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გრა­ფიკს? რა პრობ­ლე­მე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ მხრივ?

- ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში წლე­ბია, რაც სტუ­დენ­ტებს აქ­ვთ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის ეტ­აპ­ობ­რი­ვი გა­დახ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუ­კი სტუ­დენ­ტს აქ­ვს გარ­კვე­ული სა­ხის სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მა, მას შე­უძ­ლია წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად შე­ათ­ან­ხმოს სას­წავ­ლო სე­მეს­ტრის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გრა­ფი­კი. ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური გრა­ფი­კი სტუ­დენ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ღა­ვათს გა­უწ­ევს მას. გან­ცხა­დე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ექ­ტრო­ნუ­ლა­დაც.

- რას ეტყო­დით თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებს და­სამ­შვი­დებ­ლად? (თქვენც არ­ან­აკ­ლებ შე­გიძ­ლი­ათ ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა მათ­თვის, თუნ­დაც, ამ ინ­ტერ­ვი­უს სა­შუ­ალ­ებ­ით)...

- პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, რომ ამ კრი­ზი­სულ და არა­ორ­დი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს ცდი­ლობს იმ­ის­ათ­ვის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სრულ­ყო­ფი­ლად წა­რი­მარ­თოს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. ამ­ას­თან, მინ­და, და­ვამ­შვი­დო ის­ინი და ვუთხრა, რომ თუ ყვე­ლა რჩე­ვას, რა­საც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი გას­ცე­მენ, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ, არ­ანა­ირი საფ­რთხე არ გვე­მუქ­რე­ბა. იმ­ედს ვი­ტო­ვებ, რომ სულ მა­ლე ყვე­ლა სტან­დარ­ტულ სა­მუ­შაო რე­ჟიმს და­უბ­უნ­დე­ბა (დის­ტან­ცი­ურ­იდ­ან სა­ოფ­ისე მდგო­მა­რე­ობ­აში). გასაკვირი სულაც არ არის, რომ უდ­იდ­ეს უმ­რავ­ლე­სო­ბას ძა­ლი­ან მო­ენ­ატ­რა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კედ­ლე­ბი და სამ­სა­ხურ­ში სტა­ბი­ლუ­რად სი­არ­ული. სულ მა­ლე უფ­რო ძლი­ერ­ები დავ­ბრუნ­დე­ბით!

ესა­უბ­რა ნა­ტო ობ­ოლ­აძე