ამე­რი­კუ­ლი ყა­ი­დის პრო­ფე­სო­რი თსუ-დან

12 Jun 2018

ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად უმარ­თ­ლებ­და და ყო­ველ­თ­ვის ხვდე­ბო­და იქ, სა­დაც თავს იყ­რი­და პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­მეც­ნი­ე­რო ელი­ტა – იქ­ნე­ბო­და ეს სამ­შობ­ლო თუ შო­რე­უ­ლი საზ­ღ­ვარ­გა­რე­თი. ოჯახ­ში გა­მე­ფე­ბულ­მა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ­მა ატ­მოს­ფე­რომ მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გა­უღ­ვი­ძა. ის­ტო­რია და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა იზი­დავ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად და, შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც, და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტე­ტი­დან ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვი­და. მა­შინ ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო და სტუ­დენ­ტის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამე­რი­კის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლით არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რ­დის მო­წო­დე­ბა და მი­ზა­ნი. არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ყმაწ­ვი­ლი იყო და არ­ჩე­ვა­ნიც უც­ხო და იშ­ვი­ა­თი ჰქონ­და – შე­ეს­წავ­ლა ამე­რი­კის ის­ტო­რია. საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის მძვინ­ვა­რე­ბის დროს კი ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­სა და კულ­ტუ­რა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობ­დ­ნენ, ინ­ფორ­მა­ცი­ის ვა­კუ­უ­მი იყო და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ამე­რი­კის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამი­ტო­მაც გა­დაწ­ყ­ვი­ტა – სწავ­ლა მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, სა­დაც ამ სა­კით­ხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს მე­ტი გა­სა­ქა­ნი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ.
გა­რეგ­ნუ­ლად ყო­ველ­თ­ვის ლა­ღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ჩან­და, ამი­ტომ არა­ვის სჯე­რო­და, რომ ცოდ­ნის შე­სა­ძე­ნად და სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად დღე და ღა­მე გას­წო­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, ბევრს სწავ­ლობ­და და კით­ხუ­ლობ­და, რა­თა თა­ვის უც­ხო­ელ თა­ნა­ტო­ლებ­თან არ შერ­ც­ხ­ვე­ნი­ლი­ყო. დღეს პრო­ფე­სო­რი ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე და ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, რო­მელ­საც ამე­რი­კი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თ­თა­ნამშ­რომ­ლო­ბის გზა­ზე პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და თსუ-ში ამე­რი­კის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის და­ფუძ­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბა.

ვასილ კაჭარავაზე გვესაუბრება მისი ახალ­გაზ­რ­და კო­ლე­გა მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თსუ-ში ამე­რი­კის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის სტუ­დენ­ტ­თა სა­მეც­ნი­ე­რო წრის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლია: „და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბა­ტო­ნი ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი მენ­ტო­რი­ცაა. იგი მუდ­მი­ვად გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას სტუ­დენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აზ­რის მი­მართ და ცდი­ლობს – თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და რჩე­ვე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ეხ­მა­როს სტუ­დენტს აკა­დე­მი­ურ წინ­ს­ვ­ლა­ში. ფას­და­უ­დე­ბე­ლია მი­სი ღვაწ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დარ­გის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ერ­თ­ხელ ვკით­ხე, ვინ იყო ის სა­მი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის კა­რი­ე­რა­ზე. მან მი­პა­სუ­ხა: ალექ­სან­დ­რე დი­უ­მა, რო­მელ­მაც შე­აყ­ვა­რა ის­ტო­რია; ევ­გე­ნი ტარ­ლე, რო­მელ­მაც შე­აყ­ვა­რა ნა­პო­ლე­ო­ნი; ხო­ლო მე­სა­მე­ში თა­ვი­სი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.
ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა ის პრო­ფე­სო­რია, რო­მელ­მაც დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე. მის მხარ­და­ჭე­რას ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობთ, იქ­ნე­ბო­და ეს სტუ­დენ­ტ­თა სა­მეც­ნი­ე­რო წრის მუ­შა­ო­ბა თუ სა­მეც­ნი­ე­რო, სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ასე წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“, – აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი.
ამე­რი­კის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, თსუ-ის ამე­რი­კის შეს­წავ­ლის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი და თსუ-ის ამე­რი­კის შეს­წავ­ლის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ვასილ კაჭარავა მარ­თ­ლაც ამე­რი­კუ­ლი ყა­ი­დის პრო­ფე­სო­რია, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის სტან­დარ­ტებს ამ­კ­ვიდ­რებს დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. იგი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სა­მეც­ნი­ე­რო და დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გვესაუბრება.

– ბა­ტო­ნო ვა­სილ, რა რო­ლი შე­ას­რუ­ლა ოჯახ­მა თქვენს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში?
– თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, ერთ კარგ თბი­ლი­სურ ოჯახ­ში, სა­დაც ხში­რად თავს იყ­რი­და უა­ღე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და გან­ს­წავ­ლუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ისი­ნი ქვეყ­ნი­სა და ერის გულ­წ­რ­ფე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იყ­ვ­ნენ. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის 23-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, რო­მე­ლიც იმ დროს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სას­წავ­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ. ნი­კო ჯა­ფა­რი­ძე­სა და თი­ნა კა­ჭა­რა­ვას ტო­ლი არ ჰყავ­დათ ქი­მი­ა­ში, ხო­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას ამ საგ­ნის უბად­ლო მცოდ­ნე გრი­გოლ კუ­ტუ­ბი­ძე გვას­წავ­ლი­და, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტს და­ამ­შ­ვე­ნებ­და. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მე­გობ­რო­ბა დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა და მა­ბედ­ნი­ე­რებს. სკო­ლა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, „ხუ­თო­სა­ნი“ არ ვყო­ფილ­ვარ და, ძი­რი­თა­დად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გე­ზიც მა­თი შეს­წავ­ლის­კენ მქონ­და აღე­ბუ­ლი. 
სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, და­სავ­ლე­თევ­რო­პის ფა­კულ­ტეტ­ზე. ვფიქ­რობ, რომ მა­შინ გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვად მი­ვი­ღე, რად­გან ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლა არ იყო ჩე­მი სუ­ლი­ე­რი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა. ერ­თი წე­ლი ვის­წავ­ლე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და შემ­დეგ ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვე­დი. ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი იქ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და. 
– რო­დის გა­დაწ­ყ­ვი­ტეთ სწავ­ლა სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ?
– ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ ეს შეც­დო­მა იყო. ან ბიზ­ნეს­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ან პო­ლი­ტი­კა­ში და ვიქ­ნე­ბო­დი ახ­ლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ არც ერ­თი მათ­გა­ნი არ მიყ­ვარს. მე­ო­რე მხრივ, მეც­ნი­ე­რი­სა და პრო­ფე­სო­რის შრო­მა დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად და­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით და ვგო­ნებ, ამა­შია Dდღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. 
ჩემ გარ­შე­მო ყო­ველ­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტი ხალ­ხი ტრი­ა­ლებ­და. სახ­ლ­შიც ხში­რად იმარ­თე­ბო­და აკა­დე­მი­უ­რი სა­უბ­რე­ბი. ალ­ბათ, ამ გა­რე­მოც­ვამ და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი. თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რებს სურ­დათ ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ან პო­ლი­ტი­კო­სი. მაგ­რამ ეს გზა ავირ­ჩიე, ანუ გზა, რო­მე­ლიც მომ­წონ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და. 
უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში (მა­შინ ას­პი­რან­ტუ­რა ერ­ქ­ვა). ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. ამე­რი­კის ის­ტო­რია ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ზე­და­პი­რუ­ლად ის­წავ­ლე­ბო­და და სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაც იყო. იქ კი ყვე­ლა პი­რო­ბა მქონ­და – ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბიც კი არ­სე­ბობ­და ე.წ. აკ­რ­ძა­ლუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­სა­ძი­ებ­ლად და ას­პი­რან­ტებს ამ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ო­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყო ახა­ლი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა, სა­დაც ამე­რი­კა­ნის­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რია გა­იხ­ს­ნა. მოს­კოვ­ში, ასე­ვე, არ­სე­ბობ­და კა­ნა­დის და ამე­რი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, სა­დაც ჩე­მი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი თე­დო ჯა­ფა­რი­ძე მუ­შა­ობ­და. ერ­თი სიტ­ყ­ვით, იმ დრო­ი­სათ­ვის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­სათ­ვის იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და. ჩე­მი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი იყო ამე­რი­კა­ნის­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უფ­რო­სი, პრო­ფე­სო­რი ნი­კო­ლოზ სი­ვა­ჩო­ვი, კა­ცი – გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, სიმ­კაც­რი­თა და მომ­თ­ხოვ­ნე­ლო­ბით. მან და­მა­რი­გა, რომ დღის დი­დი ნა­წი­ლი – 8-9 სა­ა­თი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უნ­და გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. იგი ყო­ველ­თ­ვის მზად იყო კონ­სულ­ტა­ცია გა­ე­წია ჩემ­თ­ვის. მოკ­ლედ, სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით დი­დი შრო­მა მი­წევ­და. ვცდი­ლობ­დი, სწავ­ლა­ში ჩემს თა­ნა­კურ­სე­ლებს არ ჩა­მოვ­რ­ჩე­ნო­დი, თა­ნაც რუ­სეთ­ში ყოფ­ნა – ეს ჩე­მი ეროვ­ნუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვიც იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი დღე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, გარ­თო­ბის­თ­ვის დროს მა­ინც ვპო­უ­ლობ­დი. მოს­კოვ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე: ზა­ზა სო­კო­ლო­ვი, გუ­რამ სა­ნა­ძე, სან­დ­რო და­ვი­თაშ­ვი­ლი, თე­მურ ორ­თო­ი­ძე, ირაკ­ლი პა­პა­ვა (რომ­ლ­თა­ნაც ბავ­შ­ვო­ბი­დან ვმე­გობ­რობ­დი, მაგ­რამ მოს­კოვ­მა კი­დევ უფ­რო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა) და სხვე­ბი. ეს მე­გობ­რე­ბი დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბი­ან და მა­ბედ­ნი­ე­რე­ბენ.
1980 წელს და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე: „ჰერ­ბეტ ჰუ­ვე­რის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა“. იგი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი იყო 1929-1933 წლებ­ში, კონ­სერ­ვა­ტო­რი მმარ­თ­ვე­ლი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს კონ­სერ­ვა­ტიზ­მ­ზე ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ და არც მი­სი პრო­პა­გან­და უნ­დო­დათ. რო­ცა ჩე­მი თე­მის შე­სა­ხებ ვუთ­ხა­რი ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლებს, ცო­ტა გა­უკ­ვირ­დათ, მე­რე კი დამ­თან­ხ­მ­დ­ნენ. 
კონ­სერ­ვა­ტიზ­მი ამე­რი­კუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ერთ-ერთ უმ­თავ­რეს იდე­ო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს და დღეს, ძი­რი­თა­დად, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში აი­სა­ხე­ბა. ამე­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი კონ­სერ­ვა­ტო­რია, ნა­ხე­ვა­რი კი ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი. ბევრს ჰგო­ნია, რომ ამე­რი­კა ძა­ლი­ან ლი­ბე­რა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ეს ასე არ არის. ეს ქვე­ყა­ნა კონ­სერ­ვა­ტიზ­მ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ ამე­რი­კის უახ­ლეს ის­ტო­რი­ას, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ლი­ბე­რა­ლიზ­მი რა­დი­კა­ლუ­რი და ელი­ტუ­რი გახ­და, მოწ­ყ­და მო­სახ­ლე­ო­ბას, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა კონ­სერ­ვა­ტიზ­მის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რო­გორც ეს რე­ი­გა­ნის დროს მოხ­და. სულ ცო­ტა ხნის წინ ამე­რი­კელ­მა ხალ­ხ­მა კონ­სერ­ვა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კას მის­ცა ხმა, თა­ნაც უფ­რო რა­დი­კა­ლურ, პრო­ტეს­ტულ კონ­სერ­ვა­ტიზმს. ამე­რი­კელ­მა ამომ­რ­ჩე­ველ­მა ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ა­ყე­ნა პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბით სპე­კუ­ლა­ცი­ის მრა­ვა­ლი ელე­მენ­ტი და მხა­რი სრუ­ლად არას­ტან­დარ­ტულ, უაღ­რე­სად ნი­ჭი­ერ, თუმ­ცა ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ ხის­ტი ლექ­სი­კის მოყ­ვა­რულ Dდო­ნალდ ტრამპს და­უ­ჭი­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის მი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლი­სა და მი­სი ოპო­ნენ­ტე­ბის შე­უ­პო­ვა­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ტრამ­პი საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად ას­რუ­ლებს თით­ქ­მის ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბას, რაც ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: მან ძალ­ზე გა­ა­აქ­ტი­უ­რა აშშ-ის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან.
– სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა სწო­რედ მა­შინ და­იწ­ყეთ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და მჭიდ­რო, პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის? 
– დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის შემ­დეგ თბი­ლის­ში დავ­ბ­რუნ­დი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა­ზე და­ვიწ­ყე მუ­შა­ო­ბა. 90-იან წლებ­ში, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­და, 1993 წელს საქ­მი­ა­ნო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე. სი­მარ­თ­ლე გით­ხ­რათ, პო­ლი­ტი­კა არას­დ­როს მი­ზი­დავ­და, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კის­მ­ცოდ­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ცო­ტა­ნი ვი­ყა­ვით და ის ცოდ­ნა, რაც ლო­მო­ნო­სო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის უნ­და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში შევ­ქ­მე­ნი ამე­რი­კის სამ­მარ­თ­ვე­ლო, რო­მელ­საც 1993-1994 წლებ­ში ვხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლობ­დი. ამა­ში ჩე­მი მე­გო­ბა­რი, ის­ტო­რი­კო­სი ზა­ზა აბა­ში­ძე და­მეხ­მა­რა, რო­მე­ლიც ძლივს და­ვი­თან­ხ­მე – სა­მი­ნის­ტ­რო­ში წა­მო­სუ­ლი­ყო. იმ დროს სა­მი­ნის­ტ­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლე­ბით იყო სავ­სე, საკ­მა­ოდ ცოც­ხა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო გვქონ­და. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის 1992 წლის 23 აპ­რილს დამ­ყარ­და. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­იხ­ს­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო, სა­დაც სა­მუ­შა­ოდ მეც მი­მიწ­ვი­ეს. 1994-1998 წლებ­ში ვი­ყა­ვი სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნი აშშ-ში, კა­ნა­და­სა და მექ­სი­კა­ში, რაც დი­დი პა­ტი­ვი იყო ჩემ­თ­ვის, მით უმე­ტეს, რომ მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ელ­ჩი ამე­რი­კა­ში ჩე­მი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი ამე­რი­კა­ნის­ტი თე­დო ჯა­ფა­რი­ძე იყო. ჩვენ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დით ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ცნო­ბა­დო­ბის და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­შიც ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის, რო­გორც „პე­რეს­ტ­რო­ი­კის“ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბლის სა­ხე­ლი ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბო­და. იმ დროს ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში იგი უაღ­რე­სად პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე იყო.
ვა­შინ­გ­ტო­ნის შემ­დეგ კვლავ სა­მი­ნის­ტ­რო­ში ვხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლობ­დი უკ­ვე ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არ იყო ჩე­მი მო­წო­დე­ბა და ისევ ჩემს საყ­ვა­რელ და სა­ა­მა­ყო უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვუბ­რუნ­დი. 
– თქვენ სა­მეც­ნი­ე­რო გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­დით სტენ­ფორ­დი­სა და ვის­კონ­სი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. რა მოგ­ცათ იქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა?
– 1987-1988 წლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი­სა და გაც­ვ­ლე­ბის საბ­ჭომ სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (კა­ლი­ფორ­ნია) მი­მავ­ლი­ნა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას იღ­ბ­ლი­ა­ნო­ბა არ და­ვარ­ქ­ვათ? მა­შინ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი იყო და 3 წე­ლი ვაგ­რო­ვებ­დი სა­ბუ­თებს – ამე­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა რომ მი­მე­ღო. Aამ­დე­ნი წვა­ლე­ბის შემ­დეგ ვა­შინ­გ­ტო­ნის აე­რო­პორ­ტ­ში რომ ვჯდე­ბო­დი, ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, თით­ქოს პლა­ნე­ტა მარსს მი­ვაღ­წიე. ამე­რი­კა­ში სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჰარ­ვარ­დის მე­რე, მე­ო­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტია. თუმ­ცა ამა­ზე და­ვა დღემ­დე მი­დის – პირ­ვე­ლი რო­მე­ლია... სა­მუ­შა­ოდ და­მით­მეს დე­კა­ნის კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც უამ­რა­ვი წიგ­ნი იყო. კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა სა­ოც­რად ერ­წ­ყ­მო­და ერ­თ­მა­ნეთს, თა­ვი სა­მოთ­ხე­ში მე­გო­ნა. ვეს­წ­რე­ბო­დი ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსოფ­ლიო დო­ნის მეც­ნი­ე­რე­ბის ლექ­ცი­ებს. 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ პროგ­რა­მით ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე.
– რო­გორ ხე­დავთ მეც­ნი­ე­რე­ბის როლს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში?
– ჩვე­ნი ქვეყ­ნის არც ერ­თ­მა მთავ­რო­ბამ არ გა­მო­ი­ყე­ნა ის სა­მეც­ნი­ე­რო, აკა­დე­მი­უ­რი რე­სურ­სი, რაც დღეს გვაქვს. უნი­ვერ­სი­ტეტს სხვა­დას­ხ­ვა დარ­გე­ბის ისე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰყავს, რომ მა­თი 20% რომ გა­მო­ი­ყე­ნონ, საქ­მე უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვა. სა­მეც­ნი­ე­რო და აკა­დე­მი­უ­რი რე­სურ­სე­ბის არ გა­მო­ყე­ნე­ბა – ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის კა­ტას­ტ­რო­ფაა. ამე­რი­კა უკ­ვე დი­დი ხა­ნია, რაც ამ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­მარ­თავს. ამე­რი­კის მთავ­რო­ბას რო­გორც კი გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მა­შინ­ვე კრებ­და აკა­დე­მი­უ­რი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მათ­გან სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ცოდ­ნას და რჩე­ვებს იღებ­და, რო­მელ­საც, შემ­დ­გომ, პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბი­სას იყე­ნებ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი რა ხდე­ბა? აქ მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რი, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ხე­ლი­სუ­ფალ­თა­გან უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. დღეს სა­მეც­ნი­ე­რო რე­სურ­სე­ბი არის ბევ­რად მე­ტი, ვიდ­რე მო­ვიხ­მართ.