რო­გორ უნ­და ვი­სა­უბ­როთ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ისე, რომ არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს ნარ­კო­მოხ­მა­რე­ბის აგი­ტა­ცია?

12 Jun 2018

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახ­ლა ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის – მზად­დე­ბა ლი­ბე­რა­ლუ­რი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, ამ სა­კით­ხ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო მსჯე­ლო­ბა, გა­მოს­ვ­ლე­ბი, არ არ­სე­ბობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მოწ­ყ­ვ­ლად ფე­ნას – მო­ზარ­დებს ნარ­კო­მოხ­მა­რე­ბის ზი­ა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სწო­რად მი­აწ­ვ­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბაა, კრი­მი­ნო­ლოგს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლეს, ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს მო­რის შა­ლი­კაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

– რა ვი­თა­რე­ბაა ამ დრო­ის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რა რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ჰყავს ქვე­ყა­ნას?
– დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 50-52 ათა­სი ინ­ტ­რა­ვე­ნუ­რი ნარ­კო­მომ­ხ­მა­რე­ბე­ლია. რო­გორც ექ­ს­პერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა და, მოხ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვენ მე­სა­მე ქვე­ყა­ნა ვართ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გ­რე­ვის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მად იქ­ცა. მოხ­მა­რე­ბის დაწ­ყე­ბის ბევ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხა­რეც. სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ 4 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი გა­მო­ი­ა­რა. ომის ტრავ­მის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას პი­როვ­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა გზით ცდი­ლობ­და, მათ შო­რის იყო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც, ალ­კო­ჰო­ლიც... თუმ­ცა, ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტიკს სინ­ჯავს, მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი არ ხდე­ბა. თუ რა­ტომ? – დღეს ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არა­ვის აქვს. ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, შე­იძ­ლე­ბა, ისიც იყოს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტრან­ზი­ტის ქვე­ყა­ნაა. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ავ­ღა­ნე­თი­დან მო­დის, რო­მე­ლიც უკონ­ტ­რო­ლოა. ავ­ღა­ნეთს 34 პრო­ვინ­ცია აქვს და, თუ არ ვცდე­ბი, აქე­დან 14 პრო­ვინ­ცია ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბით ცხოვ­რობს. ეს ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა, რო­მე­ლიც ირა­ნი­სა და Aაზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­დის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და აქე­დან ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე გა­დის. იქ, სა­დაც ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის სატ­რან­ზი­ტო გზა არის, ერ­თი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის ცვლი­ლე­ბა ვე­რა­ფერს შეც­ვ­ლის. აქ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კარ­გად მარ­თ­ვაა სა­ჭი­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­საზ­ღ­ვ­რო. 
– ამ დრო­ის­თ­ვის რო­გორ ის­ჯე­ბა ნარ­კო­მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი და რი­სი შეც­ვ­ლა იგეგ­მე­ბა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ?
– 2015 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თ­ლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე – ბე­ქა წი­ქა­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ბე­ქა წი­ქა­რიშ­ვი­ლი 69 გრა­მი მა­რი­ხუ­ა­ნას გა­მო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და 7-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა ემუქ­რე­ბო­და. სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თ­ლომ თქვა, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე, თუ ადა­მი­ანს მი­სი გა­სა­ღე­ბა არ უდას­ტურ­დე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია. ამ გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ნარ­კო­მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის/ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­იდ­გა. თუმ­ცა, ერთ-ერთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­ვუს­მი­ნე დე­პუ­ტატს აკა­კი ზო­ი­ძეს, რო­მელ­მაც თქვა, რომ სა­უ­ბა­რია ყვე­ლა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. გა­მახ­სენ­და – „მა­და ჭა­მა­ში მო­დი­სო“. ჰო­ლან­დი­ის მა­გა­ლით­ზე თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, იქ და­საშ­ვე­ბია 5-10 გრა­მი მა­რი­ხუ­ა­ნას ქო­ნა და სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის დევ­ნა არ იწ­ყე­ბა. კა­ნო­ნი ზღუ­დავს მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვი­რე­ბას. თუმ­ცა, ახ­ლა გაჩ­ნ­და კულ­ტი­ვი­რე­ბის დაშ­ვე­ბის მოთ­ხოვ­ნაც. 
– ამ შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში სად გა­დის ზღვა­რი მოხ­მა­რე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას შო­რის? მოხ­მა­რე­ბის­თ­ვის იმ 5-10 გრა­მი მა­რი­ხუ­ა­ნას მი­წო­დე­ბა ხომ სა­ჭი­როა?
– ეს ზღვა­რი არ არ­სე­ბობს. გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­დამ­ყიდ­ველ­მა იცის, რომ და­საშ­ვე­ბია 5 გრა­მი და, ერ­თ­ჯე­რა­დად გა­ყიდ­ვის მიზ­ნით, მეტ რა­ო­დე­ნო­ბას არ ატა­რებს. თა­ნაც, ეს ერ­თ­გ­ვა­რი წრეა და ნარ­კო­მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი არას­დ­როს არ სა­უბ­რობს – ვინ იყო ნარ­კო­მიმ­წო­დე­ბე­ლი. 
– იმ შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­უბ­რო­ბენ, რომ შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ცენ­ტ­რე­ბი, მოხ­დე­ბა დო­ზი­რე­ბის გან­საზ­ღ­ვ­რა, მა­თი მკურ­ნა­ლო­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა ერ­თ­გ­ვარ საფ­რ­თ­ხე­საც მო­ი­ცავს. შე­და­რე­ბით სუს­ტი ფსი­ქი­კის ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს – გავ­სინ­ჯავ ნარ­კო­ტიკს და თუ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გავ­ხ­დე­ბი, მიმ­კურ­ნა­ლე­ბენ... 
– ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლე­სად მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ჩვენ გვაქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია – და­ახ­ლო­ე­ბით 50 000 ადა­მი­ა­ნია ინ­ტ­რა­ვე­ნუ­რი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ ვი­ცით - ისი­ნი ვინ არი­ან. ნარ­კო­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ესეც უნ­და იყოს – გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩრდი­ლი­დან და ვუმ­კურ­ნა­ლოთ. თუმ­ცა, ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა სიფ­რ­თ­ხი­ლე­საც სა­ჭი­რო­ებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად მი­წო­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სხვებ­მაც არ მო­ინ­დო­მონ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სინ­ჯ­ვა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2016 წელს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, გა­მო­ი­კით­ხა ნარ­კო­მოხ­მა­რე­ბის­თ­ვის ნა­სა­მარ­თ­ლე­ვი 1163 პი­რი, რო­მელ­თა 34%-მა 10-17 წლის ასაკ­ში მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კი და 814 პირ­მა თქვა, რომ ნარ­კო­ტი­კი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო გა­სინ­ჯა. 2017 წელს 11 000-მა მოს­წავ­ლემ სა­ა­ტეს­ტა­ტო, ხო­ლო 13 000 ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ვერ ჩა­ა­ბა­რა, ჩნდე­ბა კით­ხ­ვა – სად არი­ან ეს მო­ზარ­დე­ბი? და ხომ არ არის საფ­რ­თ­ხე ალ­კო­ჰოლ­თან ერ­თად ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბაც და­იწ­ყონ? რა­თა ახალ­გაზ­რ­დებ­მა პე­რ­ს­პექ­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი აირ­ჩი­ონ, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა სა­ჭი­რო. 
– ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სას სიფ­რ­თ­ხი­ლე­ში რას გუ­ლის­ხ­მობთ? უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ას­პექ­ტე­ბია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი?
– ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-კულ­ტუ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და, თუნ­დაც, ალ­კო­ჰო­ლი­სად­მი. მარ­ტი­ვად გეტ­ყ­ვით, ჩვენ გვაქვს ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც კი ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის 50-70% ალ­კო­ჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ხდე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღეს ამა­ზეც სა­უბ­რობს, რომ ალ­კო­ჰო­ლი უფ­რო მე­ტი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია, ვიდ­რე მა­რი­ხუ­ა­ნა. ამ სა­კით­ხ­ზე იმ­ს­ჯე­ლა გერ­მა­ნი­ის სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თ­ლომ და და­ას­კ­ვ­ნა, რომ ალ­კო­ჰო­ლი, თამ­ბა­ქო და, ასე­ვე, შა­ქა­რიც ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას მძი­მე ზი­ანს აყე­ნებს და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალ­კო­ჰო­ლი­სა და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­ზე შეზ­ღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა, მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია უკ­ვე შე­თავ­სე­ბუ­ლი აქვთ. კით­ხ­ვა ჩნდე­ბა – ჩვენ მზად ვართ კი, ნარ­კო­ტი­კი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ასე­თი­ვე ნა­წი­ლი გახ­დეს? ჩე­მი აზ­რით – არა! ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც აკა­კი ზო­ი­ძე პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს, ით­ვა­ლის­წი­ნებს ნარ­კოპ­რე­ვეც­ნი­ის 3 მი­მარ­თუ­ლე­ბას – მი­წო­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა ანუ საზ­ღ­ვ­რე­ბის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა; ნარ­კო­გამ­სა­ღებ­ლე­ბის დას­ჯა და მოთ­ხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა – ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვის გა­ჩე­ნა; სამ­კურ­ნა­ლო სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბა. გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ საზ­ღ­ვ­რე­ბის სრუ­ლი კონ­ტ­რო­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე­ვე, პრობ­ლე­მუ­რია იმ თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. აკა­კი ზო­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო 8 000 ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულს მკურ­ნა­ლობს და წე­ლი­წად­ში 10 მი­ლი­ონს ხარ­ჯავს. გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის ან­გა­რიშს ვკით­ხუ­ლობ­დი, სა­დაც ეწე­რა – რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი მათ ნარ­კო­მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში და ვეჭ­ვობ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ­დე­ნი ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­ლო­გი ან ფსი­ქი­ატ­რი გვყავ­დეს, რომ შევ­ძ­ლოთ 50 000 ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლის მკურ­ნა­ლო­ბა. 
– რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­გო­რი მა­გა­ლი­თე­ბი არ­სე­ბობს და რა არის ჩვენ­თ­ვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი?
– მკაცრ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას ატა­რებს თურ­ქე­თი, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, ინ­გ­ლი­სი, შვე­დე­თი, უნ­გ­რე­თი. აქე­დან თურ­ქეთ­ში, უნ­გ­რეთ­ში და შვე­დეთ­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია ნარ­კო­მოხ­მა­რე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. იგი­ვე მკაც­რი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პო­ლი­ტი­კაა საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში და ინ­გ­ლის­ში, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნებ­მა შე­დე­გი ვერ მი­ი­ღეს. ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის სიმ­კაც­რე გან­სა­საზ­ღ­ვ­რია თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-კულ­ტუ­რუ­ლი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ის გუნ­დი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ნარ­კო­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია გვინ­და, პორ­ტუ­გა­ლი­ის მა­გა­ლითს ეყ­რ­დ­ნო­ბა. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად ნარ­კო­მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა რიც­ხ­ვ­მა და­ი­წია. თუმ­ცა, კრი­მი­ნო­ლო­გი­ის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი ალ­ბ­რეხ­ტი ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობ­და, რომ ის არ მი­იჩ­ნევს პორ­ტუ­გა­ლი­ის მა­გა­ლითს სა­ნი­მუ­შოდ. პორ­ტუ­გა­ლი­ას სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ერ­გო, რამ­დე­ნად მო­ერ­გე­ბა სხვა ქვე­ყა­ნას, ეს არ ვი­ცით. 
– ე.ი. ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბამ­დე ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოა შე­სას­წავ­ლი?
– ვფიქ­რობ, უპირ­ვე­ლე­სად, სა­ჭი­როა კვლე­ვა, მა­გა­ლი­თად, გა­ვი­გოთ - სო­ცი­ა­ლუ­რად რა მდგო­მა­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ეს 50 000 ინ­ტ­რა­ვე­ნუ­რი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი. გა­სარ­კ­ვე­ვია, რო­გორ მი­ვიდ­ნენ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ­დე და შემ­დეგ გა­ვი­გოთ - მო­სახ­ლე­ო­ბის რა პრო­ცენ­ტია მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, საფ­რ­თ­ხის ქვეშ და და­ვიწ­ყოთ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ამ დრო­ის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, რომ მსგავ­სი კომ­პ­ლექ­სუ­რი კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყოს. 
– მე­დი­ის, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლ­ზე რას გვეტ­ყ­ვით – რო­გორ უნ­და ვი­სა­უბ­როთ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ისე, რომ აგი­ტა­ცია არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს და ახა­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი არ მი­ვუყ­ვა­ნოთ ნარ­კო­ბიზ­ნესს? 
– ეს დი­დი პრობ­ლე­მაა, რად­გან ჩვენ ხალ­ხიც არ გვყავს გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ვახ­სე­ნე კვლე­ვა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კით­ხ­ვის შე­დე­გებს ეხე­ბო­და. ამ გა­მო­კით­ხულ­თა 70%-ს მოხ­მა­რე­ბა გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში აქვს დაწ­ყე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მა­გის­ტ­რან­ტი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სკო­ლა­ში თე­მე­ბის წარ­დ­გე­ნა­ზე მი­სუ­ლებს ბავ­შ­ვე­ბი პირ­და­პირ ეკით­ხე­ბოდ­ნენ, რომ მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კით­ხე­ბი. ვსა­უბ­რობ 14-დან 16 წლამ­დე მოს­წავ­ლე­ებ­ზე. მარ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაც არ არის საკ­მა­რი­სი, ახალ­გაზ­რ­დებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შან­სი უნ­და მის­ცე. ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის კვლე­ვას ვკით­ხუ­ლობ­დი, ახალ­გაზ­რ­დე­ბი გა­მო­კით­ხეს და, თუ არ ვცდე­ბი, 30% ამ­ბობ­და, რომ ქვეყ­ნი­დან წას­ვ­ლა უნ­დათ, რად­გან აქ პერ­ს­პექ­ტი­ვას ვერ ხე­და­ვენ. 
რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ას, ერთ-ერ­თი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობ­და, რომ მცე­ნა­რე კა­ნა­ფი კვე­ბის მიზ­ნე­ბის­თ­ვი­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და კუბ­დარ­შიც ამა­ტე­ბე­ნო. ასე­თი არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა არას­წო­რია. კა­ნაფ­ში ნარ­კო­ტი­კის სიძ­ლი­ე­რე ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლის ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ც­ვე­ლო­ბის გა­მოთ­ვ­ლით დგინ­დე­ბა და ეს კა­ნა­ფი, რო­მელ­საც კუბ­დარ­ში ამა­ტე­ბენ, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას შე­ი­ცავ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, მე­დი­ას დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს.